13:28 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
თბილისის მერიის ხელშეწყობით სტუდენტებისა და ახალგაზრდა სპეციალისტებისთვის უცხოელი ექსპერტები მასტერკლასებს და ვორქშოფებს ჩაატარებენ
სოფო კილაძე ნაძალადევის რაიონში სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს შეხვდა

სიახლეები

ანრი ოხანაშვილი: ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მიერ გაცემული ძირითადი რეკომენდაციები საჭიროებს  კანონმდებლობაში ასახვას

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მიერ გაცემული ძირითადი რეკომენდაციები საჭიროებს  კანონმდებლობაში ასახვას. აქედან გამომდინარე, კონკრეტული გადაწყვეტილებები ჯერ არ მიგვიღია, თუმცა მას შემდეგ, რაც ჩვენ გავაანალიზებთ ყველა იმ საკითხს რაზეც გავცვალეთ პოზიციები, ისინი ასახვას ჰპოვებს პროექტში კანონპროექტის სახით“, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის კომენტირებისას.

 

მისივე თქმით, გაიმართება სამუშაო ჯგუფის კიდევ ერთი შეხვედრა, სადაც მომზადებულ პროექტთან დაკავშირებით მოხდება პოზიციების გაზიარება და მთელ რიგ საკითხებზე საბოლოო შეთანხმება.

 

„რა თქმა უნდა, ამის  შემდეგ დაიწყება საკომიტეტო განხილვა და ლოგიკურია, რომ საკითხების  გადახედვის და ცვლილებების შესაძლებლობა იქნება. ამ ეტაპზე  არის თანხმობა იმასთან დაკავშირებით, რომ დაფინანსების, უფასო საეთერო დროის და საარჩევნო ადმინისტრაციებთან დაკავშირებული საკითხების გაუმჯობესება საჭიროა და ეს არის აშკარად გამოკვეთილი პოზიცია“, -აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

 

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებების სიმკაცრის ინდექსი

5 აპრ 2021კვირის გრაფიკი

კორონავირუსის საწინააღმდეგო სამთავრობო პოლიტიკის სიმკაცრის მიხედვით საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია. ოქსფორდის უნივერსიტეტის მონაცემებით ბოლო სამ თვეში...

უცხოური ინვესტიციების დინამიკა

29 მარ 2021კვირის გრაფიკი

            საქართველოში შემოსული 2020 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად ნაკლებია გასულ წლებთან შედარებით. საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველოში 617 მლნ აშშ...

უძრავი ქონების რეგისტრაციის დინამიკა

24 მარ 2021კვირის გრაფიკი

            2020 წლის დასაწყისში უძრავი ქონებების რეგისტრაციებმა მნიშვნელოვნად შემცირდა გასულ წლებთან შედარებით. საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2020 წლის პირველი ოთხი თვის პირველადი და...