სიახლეები
თბილისის მერიის ხელშეწყობით სტუდენტებისა და ახალგაზრდა სპეციალისტებისთვის უცხოელი ექსპერტები მასტერკლასებს და ვორქშოფებს ჩაატარებენ
თბილისის მერიის ხელშეწყობით სტუდენტებისა და ახალგაზრდა სპეციალისტებისთვის უცხოელი პროფესორები და ექსპერტები მასტერკლასებს და ვორქშოფებს ჩაატარებენ. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
კახა კალაძის თქმით, პროექტი უნივერსიტეტებთან თანმშრომლობით განხორციელდება.
„პროექტის ფარგლებში უკვე დაფინანსდა 8 უცხოელი ექსპერტის ვიზიტი თბილისში, რომლებიც ჩაატარებენ მასტერკლასებსა და ვორქშოფებს არქიტექტურის, ურბანული განვითარების, კულტურის, მენეჯმენტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ხელოვნების მიმართულებით. საერთო ჯამში ამ ღონისძიებებში 1000-მდე სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას.
ჩვენთვის მთავარი მიზანი და ამოცანაა, რომ ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს კვალიფიკაციის ამაღლებაში და უცხოელმა პროფესორებმა გაუზიარონ მათ ცოდნა და გამოცდილება ამ სფეროებში. ეს მიმართულებები დედაქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ კარგად ვხედავთ, თუ რა ხდება არქიტექტურისა და ურბანული განვითარების მიმართულებით. რა თქმა უნდა, გვჭირდება ახალგაზრდა სპეციალისტები, ახალი სისხლი. ამ მიმართულებებში საკმაოდ მცირე რაოდენობის სპეციალისტი გვყავს. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველასთან გვაქვს კომუნიკაცია, ყველასთან ვმუშაობთ, ვიზიარებთ მათ შეხედულებებს და მათ შენიშვნებსაც, თუ რამე გვეშლება, თუმცა დამატებითი ძალები, ახალგაზრდები, მათი ჩართულობა და პროფესიონალიზმი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ზუსტად ასეთი პროექტების ხელშეწყობით ჩვენ შევძლებთ მათი კვალიფიკაციის ამაღლებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სპეციალისტები თბილისს ეწვევიან საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ჩეხეთიდან, იტალიიდან და ლატვიიდან, გარდა ლექცია-სემინარებისა, უცხოელი ექსპერტების შეხვედრები გაიმართება მერიის შესაბამის საქალაქო სამსახურებთანაც.
მსგავსი სიახლეები

12 ოქტ 2020განათლება
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა

3 მარ 2020განათლება
სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება დაიწყო

23 იან 2020განათლება
პარლამენტის სტაჟიორებმა პროექტი - „ინკუნაბულა“ განახორციელა
კვირის გრაფიკი
განათლებაზე გაწეული ხარჯები და განათლების ხარისხი
22 თებ 2021კვირის გრაფიკი
როგორც განათლების ხარისხით ასევე განათლებაზე გაწეული ხარჯებით საქართველო დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით აუტსაიდერია. რაც უფრო მეტს ხარჯავს სახელმწიფო თითოეული მოსწავლის...
ვაქცინაცია და კოვიდის ზრდის ტემპები ისრაელში
15 თებ 2021კვირის გრაფიკი
ისრაელში მოსახლეობის ვაქცინაციასთან ერთად კორონავირუსის ყოველდღიური შემთხვევების კლება აღინიშნება. Ourworldindata-ს მონაცემებით, ისრალეში ბოლო ორი კვირის განმავლობაში...
რამდენ მოსწავლეს ასწავლის ერთი მასწავლებელი?
8 თებ 2021კვირის გრაფიკი
ერთ მასწავლებელზე მოსწავლეთა საშუალო რაოდენობის მიხედვით საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. Ourworldindata-ს 2014 წლის მონაცემებით, საქართველოში თითოეულ...
პოპულარული


ვაქცინაცია და კოვიდის ზრდის ტემპები ისრაელში
15 თებერვალი, 2021კვირის გრაფიკი

ასაკი და კოვიდ სიკვდილიანობა
1 თებერვალი, 2021კვირის გრაფიკი

რამდენ მოსწავლეს ასწავლის ერთი მასწავლებელი?
8 თებერვალი, 2021კვირის გრაფიკი

მაია ბითაძე - ტყის კოდექსი ეფექტიანად უნდა ავამოქმედოთ
10 თებერვალი, 2021პოლიტიკა
