სიახლეები
მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა იწყება
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობას იწყებს.
როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, პირველ ეტაპზე, განხორციელდება პროექტირება, რის შემდეგაც გზის მოწყობის სამუშაოები დაიწყება.
„ჩვენ ვიწყებთ მასშტაბურ პროექტს - მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას. იცით, რომ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს. ეს გზა საკმაოდ დატვირთულია და გვინდა, რომ ლისიდან ჩამოსასვლელი კიდევ ერთი ახალი პროექტი განვახორციელოთ, რომელიც „ვეფხი და მოყმის“ ძეგლის მიმდებარე ტერიტორიას დაუკავშირდება.
ამ პროექტს უახლოეს დღეებში ვიწყებთ. პირველ ეტაპზე, ორი კვირის განმავლობაში, პროექტირება განხორციელდება, რის შემდეგაც სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. მისი ღირებულება, დაახლოებით, 15 მილიონი ლარია“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, ახალი გზის მშენებლობას, დაახლოებით, შვიდი თვე დასჭირდება.
„ჩვენ, რამდენიმე კვირის წინ, კიდევ ერთი წარმატებული პროექტი დავასრულეთ - დიღომში, ვაშლიჯვრიდან ჩამოსასვლელი ახალი პანდუსი, რომელმაც მოძრაობა საკმაოდ განტვირთა. ალბათ, დამეთანხმება ყველა ის ადამიანი, ვინც ამ კონკრეტული გზის მონაკვეთით სარგებლობს, რომ საათობით უწევდათ საცობში დგომა, განსაკუთრებით პიკის საათებში. ამ პატარა პროექტის განხორციელების შემდეგ, საცობები აღარ არის. რაც შეეხება მაჭავარიანი-გელოვანის ახალ გზას, ეს პროექტი მოგვცემს შესაძლებლობას, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე უფრო მეტად განიტვირთოს მოძრაობა. ახალი გზის მშენებლობას, დაახლოებით, შვიდი თვე დასჭირდება. მომდევნო დღეებში ადგილზე მივალთ და სამუშაოებს დავათვალიერებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტის მიხედვით, მოეწყობა ოთხზოლიანი ბეტონის საავტომობილო გზა, საყრდენი კედლები და წყალამრიდები, ასევე, გარე განათების, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ქსელი.
მსგავსი სიახლეები

31 მარ 2021სხვა
არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ხსოვნას პატივი მიაგო
31 მარ 2021სხვა
1991 წლის 31 მარტის ისტორიული რეფერენდუმის 30 წელითავი

18 მარ 2021სხვა
თბილისის მერის მოადგილის ბრიფინგი
კვირის გრაფიკი
კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებების სიმკაცრის ინდექსი
5 აპრ 2021კვირის გრაფიკი
კორონავირუსის საწინააღმდეგო სამთავრობო პოლიტიკის სიმკაცრის მიხედვით საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია. ოქსფორდის უნივერსიტეტის მონაცემებით ბოლო სამ თვეში...
უცხოური ინვესტიციების დინამიკა
29 მარ 2021კვირის გრაფიკი
საქართველოში შემოსული 2020 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად ნაკლებია გასულ წლებთან შედარებით. საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველოში 617 მლნ აშშ...
უძრავი ქონების რეგისტრაციის დინამიკა
24 მარ 2021კვირის გრაფიკი
2020 წლის დასაწყისში უძრავი ქონებების რეგისტრაციებმა მნიშვნელოვნად შემცირდა გასულ წლებთან შედარებით. საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2020 წლის პირველი ოთხი თვის პირველადი და...
პოპულარული

ვარკეთილის ხევში პარკის რეაბილიტაცია იწყება
18 მარტი, 2021ინფრასტრუქტურა

რამდენად მნიშვნელოვანია ტურიზმის სფერო?
15 მარტი, 2021კვირის გრაფიკი

უცხოური ინვესტიციების დინამიკა
29 მარტი, 2021კვირის გრაფიკი

თბილისის მერის მოადგილის ბრიფინგი
18 მარტი, 2021სხვა

