14:41 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
A და B კატეგორიებად დაყოფის მიზნით ტაქსის მძღოლები იუსტიციის სახლის სერვისით დღეიდან ისარგებლებენ
მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა იწყება

სიახლეები

კახა კალაძე ახალგაზრდებს სტუდენტთა მხარდაჭერის პროგრამებში ჩართვისკენ მოუწოდებს

თბილისის მერი ახალგაზრდებს მოუწოდებს, სტუდენტთა მხარდაჭერის პროგრამებით უფრო მეტად დაინტერესდნენ და აქტიურად ჩაერთონ.

როგორც კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, თბილისის მერია აქტიურად ახორციელებს სტუდენტთა მხარდაჭერის პროგრამებს, რომელსაც 2 ძირითადი მიმართულება აქვს: ესენია სტუდენტთა სოციალური დახმარების პროგრამა და სასტიპენდიო პროგრამა.   

„მინდა, ამ პროგრამებში რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა, მეტი სტუდენტი იყოს ჩართული. ჩვენ ამისთვის ყველანაირად მზად ვართ, გაგვაჩნია იმის რესურსი, რომ ჩვენი მხრიდან ყველანაირი ხელშეწყობა იყოს.

სოციალური დაუცველი სტუდენტების დაფინანსების მიმართულებით წელს უკვე 900-მდე განცხადება განვიხილეთ და აქედან დადებითად გადაწყდა 820 სტუდენტის დაფინანსების საკითხი. სტუდენტთა დაფინანსების მოცულობა დამოკიდებულია აკადემიური მოსწრების მაჩვენებლებზე. 100%-ით ვაფინანსებთ მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს და აღსანიშნავია, რომ ამ სემესტრში 30%-ით გაიზარდა მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტების მომართვიანობა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ პროგრამა წარმატებულია და კარგად მუშაობს.

წელს ამ პროგრამის ბიუჯეტი 1 მილიონ ლარს შეადგენს და გვინდა, ეს თანხა სტუდენტების მხრიდან მაქსიმალურად იყოს ათვისებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.  

რაც შეეხება მაგისტრანტების ფინანსური წახალისების პროგრამას, მერის თქმით, ის ითვალისწინებს სემესტრულ სტიპენდიას 562 ლარის ოდენობით, თბილისში მოქმედი სახელმწიფო სასწავლებლების მაგისტრანტებისთვის, რომელთა აკადემიური მოსწრება 91 ქულას აღემატება.  

 სტიპენდია გაიცემა სასწავლო წლის განმავლობაში 2-ჯერ. 2019 წელს, პირველ ეტაპზე, სტიპენდია გადაეცა 145 წარმატებულ მაგისტრანტს და ეს პროცესი, რა თქმა უნდაგაგრძელდება. წელს ამ პროგრამისთვის 200 000 ლარია გამოყოფილი. კიდევ ერთხელ მივმართავ სტუდენტებს, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა დაინტერესდეს ამ პროგრამებით. ჩვენ მზად ვართ, ხელი შეგიწყოთ განათლების მიღებაში, ხელი შეგიწყოთ, რათა მომავალში თქვენი ცოდნა ჩვენს ქვეყანას მოახმაროთ კეთილ და მნიშვნელოვან საქმეებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორია პლასტიკური ბარათების გავრცელება საქართველოში?

14 ოქტ 2019კვირის გრაფიკი

საქართველო საგრძნობლად ჩამორჩება დანარჩენ ევროპას პლასტიკური ბარათების რაოდენობით. საქართველოში პლასტიკური ბარათების მფლობელების წილი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპის ქვეყნებს...

რა ღირს დღეს ბიტკოინი?

7 ოქტ 2019კვირის გრაფიკი

            ბიტკოინის დღევანდელი ფასი მისი პიკური ღირებულების მხოლოდ 40%-ს შეადგენს. CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით 2019 წლის 6 ოქტომბერს ბიტკოინის ღირებულება $8031-ს შეადგენს, რაც მისი პიკური...

რატომ არ სარგებლობენ ქართველები საბანკო მომსახურებით?

30 სექ 2019კვირის გრაფიკი

მიუხედავად იმისა რომ საქართველოში საბანკო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე განვითარებულია, მისი მომსახურეობით შედარებით ცოტა ადამიანი სარგებლობს. საქართველოში საბანკო ანგარიშის მქონე...

პოპულარული

რა ღირს დღეს ბიტკოინი?

რა ღირს დღეს ბიტკოინი?

7 ოქტომბერი, 2019კვირის გრაფიკი