11:18 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 45-ე სესიაში მონაწილეობს
კახა კალაძე ახალგაზრდებს სტუდენტთა მხარდაჭერის პროგრამებში ჩართვისკენ მოუწოდებს

სიახლეები

A და B კატეგორიებად დაყოფის მიზნით ტაქსის მძღოლები იუსტიციის სახლის სერვისით დღეიდან ისარგებლებენ

A და B კატეგორიებად დაყოფის მიზნით ტაქსის მძღოლები იუსტიციის სახლის სერვისით დღეიდან ისარგებლებენ. ამის შესახებ დღეს  მთავრობის სხდომაზე  თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

საკითხის განხილვამდე კახა კალაძემ 8-9 ივლისს საფრანგეთში განხორციელებული ვიზიტის შედეგები შეაჯამა.

 

„თქვენ იცით, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ის სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელიც გვაქვს დაანონსებული. სხვათა შორის, ამ დღეებში ოფიცილური ვიზიტით საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ვიმყოფებოდი. ვნახეთ, თუ როგორ მუშაობს ადგილობრივი სატრანსპორტო კომპანია და საზოგადოებრტივი ტრანსპორტის მიმართულებები თუ როგორაა დაგეგმილი. შემიძლია გითხრათ გულწრფელად, რომ ის რაც ჩვენ გვაქვს დაგეგმილი და გაჟღერებულუი, აბსოლუტურად სწორი ხედვაა ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა. ამაში კიდევ ერთხცელ დავრწმუნდი. ზუსტად იგივე მიდგომები და დამოკიდებულებაა. ზოგადად, პარიზი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების თვალსაზრისით ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში სხვადასხვა ევროპულ ქალაქებთან ერთად. რა თქმა უნდა, ჩვენ ახლის გამოგონებას არ ვაპირებთ. გვინდა, საუკეთესო მაგალითები გადმოვიტანოთ დედაქალაქში, როგორც ეს განვითარებულ ქალაქებშია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

მისივე თქმით, რაც შეეხება ტაქსების რეფორმას, ეს არის სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მიმართულება, რაზეც მას არაერთხელ უსაუბრია.

„იცით, ტაქსების A და B კატეგორიებად დაყოფის პროცესი დაწყებულია. ლიცენზიის მქონე ტაქსების მძღოლებს ეს დაყოფა შეუძლიათ განახორციელონ სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტით. თუმცა, ამასთან, რათა ეს პროცესი უფრო მოსახერხებელი იყოს, ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია იუსტიციის სახლთან და ამისთვის მე მინდა, კიდევ ერთხელ, იუსტიციის მინისტრს მადლობა გადავუხადო, დღეიდან ტაქსის მძღოლებს ექნებათ საშუალება იუსტიციის სახლშიც ისარგებლონ აღნიშნული სერვისით და მოხდეს ტაქსების A და B კატეგორიებად დაყოფა“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

 

ამასთან, კახა კალაძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა, 10 აგვისტოს ვაუჩერების გაცემის დასრულდების შესახებ.

 

„აქვე კიდევ ერთხელ მინდა ინფორმაცია მივაწოდო ყველა იმ ადამიანს, რომლებსაც ლიცენზია გააჩნია. მათთვის ვაუჩერების გაცემა დასრულდება 10 აგვისტოს. ვაუჩერების განაღდების საბოლოო თარიღი კი მიმდინარე წლის   პირველი ოქტომბერია. ანუ, ის ვაუჩერები, რომელსაც ჩვენ გავცემთ: ფირის გადაკვრის, გადაღებვის, ქიმწმენდის, 1 ოქტომბრამდე უნდა იყოს განაღდებული, რადგან პირველი ოქტომბრიდნ ძალაში შედის რეფორმის პირველი ეტაპი. თავად ბენეფიტებს რაც შეეხება, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო: A  კატეგორიის მძღოლებს ექნებათ შესაძლებლობა, დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩებსა და უბნებში ყოველგვარი გადასახადის გარეშე ისარგებლონ უფასო პარკინგით. ამ მიზნით მათთვის სპეციალური ადგილებია გამოყოფილი და დამატებით კიდევ დაემატება ახალი ადგილები. გარდა ამისა, თუ მათ ყავთ თეთრი ავტომობილი,  შეუძლიათ თავიანთ ავტომობილებზე სარეკლამო ბანერები გააკრან და ამით დამატებით შემოსავალი მიიღონ. მათთვის ასევე უფასოა ქიმწმენდის, გადაღებვისა და გადაკვრის ვაუჩერები და ისინი ყოველგვარი ანაზღარების გარეშე გადაეცემათ ტაქსის მძღოლებს“, - განაცხადა კახა  კალაძემ.

 

მისივე თქმით, მათთვის მთავარია, ტაქსები იყოს მოწესრიგებული და სუფთა.

დედაქალაქის მერმა ასევე ისაუბრა, რომ ტაქსის მძღოლები  საშემოსავლო გადასახადიდან არიან გათავისუფლებული.

მისივე თქმით, აქტიურად მიმდინარეობს მუშობა ბანკებთან და ამ მიზნით რამდენიმე საბანკო პროდუქტი უკვე მომზადებულია. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ შეიცვალა ცხოვრების დონე პოსტ-საბჭოურ ქვეყნებში უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში?

15 ივლ 2019კვირის გრაფიკი

1980 წლების ბოლოს საქართველოში ცხოვრების დონე გაცილებით მაღალი იყო ვიდრე ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში რუსეთის გარდა. თუმცა 1990-იანი წლების კირზისმა საქართველოს ეკონომიკაზე გამანადგურებელი...

როგორ გაუფასურდა ლარი წლის დასაწყისიდან?

8 ივლ 2019კვირის გრაფიკი

წლის პირველ ნახევარში თურქული ლირა და ლარი აშშ დოლართან მიმაღტებაში ყველაზე მეტად გაუფასურდნენ. ეროვნული ბანკის მონაცემებით ლარი დოლართან შედარებით 6.8%-ით გაუფასურდა, ხოლო თურქული ლირა...

ლიბრა და ბიტკოინი

1 ივლ 2019კვირის გრაფიკი

Facebook-ს მალე საკუთარი ვალუტა ექნება, ლიბრა, რაც ახალი ვალუტის სახელწოდებაა, შესაძლებელს გახდის Facebook-ის მომხმარებლებისათვის განახორციელონ გადარიცხვები და საქონლის და მომსახურების შეძენა...

პოპულარული