08:34 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
დიდუბეში 16 დაზიანებული სპორტული მოედანი აღდგა
თამარ ხულორდავა: პუტინის პოზიცია ვინმესთვის სიახლეა?

სიახლეები

გოგი მეშველიანი: „ერთადერთი ალტერნატივა გახლავთ  მშვიდობიანი, სტაბილური განვითარება

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გოგი მეშველიანი საქართველოში მიმდინარე მოვლენების შედეგებს აანალიზებს და გამოსავალს მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებაში ხედავს.

 

როგორც მან აღნიშნა,  „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებისთვის  ხელისუფლებაში დაბრუნების ერთადერთი გზა ქვეყნისთვის ეკონომიკური პრობლემების შექმნა, ხალხის გაღატაკება, ლარის გაუფასურება და ხალხის  უკმაყოფილების გაზრდაა.  „სწორედ ამიტომ ვერ დამალეს მათ იმედგაცრუება, როდესაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს რუსეთის მხრიდან სანქციები  არ დაუწესდებოდა და მათი მიზანი, რომ შეეფერხებინათ ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება, შეემცირებინათ მოსახლეობის შემოსავლები, კახეთს გაჭირვებოდა ყურძნის რეალიზაცია, შეწყვეტილიყო ვაჭრობა, ვერ ამუშავებულიყო ბოლო დროს ახალგახსნილი სასტუმროები, გაჩერებულიყო რესტორნები და კაფეები, პრობლემები შექმნოდა ტრანსპორტის სფეროს, ბევრ ჩვენს მოქალაქეს დაეკარგა სამსახური - არ შესრულდა“, - განაცხადა გოგი მეშველიანმა.

 

დეპუტატის ინფორმაციით, რუსეთის მხრიდან სანქციების დაწესების შემთხვევაში, საქართველოს მოსახლეობა, დაახლოებით, 4 მლრდ ლარის შემოსავალს დაკარგავდა, აქედან, 2 მლრდ ლარზე მეტს რუსეთიდან ტურისტული ნაკადების შეჩერების შემთხვევაში.  მისივე მოსაზრებით, ქართულ აგროსასურსათო პროდუქციაზე ემბარგოს დაწესების შემთხვევაში, 2019 წლის ივლისი-დეკემბრის პერიოდში ექსპორტის სავარაუდო დანაკარგები  400 მლნ-ლარზე მეტი იქნებოდა, ხოლო ფულადი გზავნილების შესაძლო აკრძალვა კიდევ, დაახლოებით, 1მლრდ  300 მლნ ლარის ზარალს მოიტანდა.

 

დეპუტატის აზრით, დესტაბილიზაციის მცდელობებმა გარკვეული შედეგი უკვე გამოიღო: ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ტემპი შემცირდა, ასევე შემცირდა ლარის ღირებულება, საკურორტო ზონებში სეზონი ფაქტობრივად ჩავარდა. „გასათვალისწინებელია თანმდევი ეფექტებიც, კერძოდ,  სხვა ქვეყნებიდან და სხვა დარგებიდან მისაღები შემოსავლების შემცირების რისკი, რაც ქვეყნის ეკონომიკის შემცირებას და დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებას ავტომატურად მოჰყვება“, - აღნიშნა გოგი მეშველიანმა. მისი თქმით, ბოლო მოვლენებმა,  დესტრუქციული და უკიდურესად ექსტრემისტული პოლიტიკური ძალის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სრული ლუსტრაცია მოახდინა.

 

„ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოება და განსაკუთრებით ახალგაზრდობა კარგად აცნობიერებს იმ რისკებს, რაც დესტაბილიზაციის გამუდმებულმა მცდელობებმა შეიძლება მოუტანოს ჩვენს ქვეყანას. ერთადერთი ალტერნატივა გახლავთ  მშვიდობიანი, სტაბილური განვითარება და ღია, გახსნილი დიალოგი ყველა პრობლემურ საკითხზე რომელიც ქვეყნის მომავალს ეხება“, - განაცხადა გოგი მეშველიანმა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ მოქმედებს სამთავრობო ღონისძიებების სიმკაცრე კორონავირუსის შემთხვევებზე?

25 მაი 2020კვირის გრაფიკი

       მთავრობების მიერ გატარებული ღონისძიებების სიმკაცრე არაერთგვაროვნად მოქმედებს კორონავირუსის გავრცელებაზე. ოქსფორდის უნივერსიტეტის 100-ზე მეტი მკვლევარის მიერ შედგენილ იქნა...

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში გასულ ორ თვეში ჩარიცხულმა ფულად გზავნილებმა მკვეთრი შემცირება განიცადა წინა წელთან შედარებით. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით საქართველოში 2020 წლის...

კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის შედარება

11 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოს ევროპის ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. სიკვდილიანობის დონე გამოითვლება როგორც გარდაცვლილთა...

პოპულარული

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაისი, 2020კვირის გრაფიკი