14:03 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
დავით სონღულაშვილი: „ნებისმიერი ექსტრემისტული განცხადება
დიდუბეში 16 დაზიანებული სპორტული მოედანი აღდგა

სიახლეები

ირაკლი ბერაია: „საზოგადოება ნაციონალური მოძრაობის პროვოკაციულ ქმედებებს არ უნდა აჰყვეს“

პარლამენტის წევრი, ირაკლი (დაჩი) ბერაიას შეფასებით, ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილი პროვოკაციული ქმედებები ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე ნეგატიურად აისახება.

 

ირაკლი ბერაია: „ეკონომიკის განვითარებას, ინვესტიციების მოზიდვას, ლარის კურსის სტაბილურობას სჭირდება ქვეყნის სტაბილური ვითარება და პოზიტიური მოლოდინები. ნებისმიერი სახის დესტრუქცია მოქმედებს როგორც ინვესტიციებზე, ასევე ლარის კურსის გაუფასურებაზე.

 

დღეს ქვეყანაში ვხედავთ სიტუაციას, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ სხვადასხვა საშუალებით ცდილობს მიზნის მიღწევას, რასაც ხელისუფლების და ძალაუფლების ხელში ჩაგდება წარმოადგენს და ამისთვის ისინი ანტისახელმწიფოებრივ და ქვეყნისთვის საზიანო ქმედებებს ახორციელებენ. ამ დღეებში, რუსეთის მხრიდან სანქციების არ დაწესება,  საქართველოსთვის შვებით ამოსუნთქვის საფუძველი გახდა და ეს ყველასთვის მისაღები იყო, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“, რადგან მათი ინტერესია, რომ ქვეყანა რთულ ეკონომიკურ ვითარებაში იყო.

 

ჩვენ ვხედავთ, რომ ნაციონალურ მოძრაობას თავისი განშტოებებით და ტელევიზიით, იმის ნაცვლად, რომ ინვესტიციები შემოდიოდეს, ურჩევნიათ ჭურვები ცვიოდეს ქვეყანაში, რუსი ტურისტების შემოსვლას, რუსი ჯარისკაცების შემოსვლა ურჩევნიათ. როდესაც ქვეყანაში კონკრეტული ძალა ცდილობს პოზიტიური ძვრების ნაცვლად დესტაბილიზაციის კერები შექმნას და ამისთვის ყველაფერს აკეთებს, ეს ეკონომიკაზე  და ინვესტიციებზე მოქმედებს.

 

მოუწოდებ საზოგადოებას, არ აყვეს იმ პროვოკაციებს, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა გეგმავს, რადგან მათ, როგორც პოლიტიკურ ძალას, პასუხისმგებლობა არ გააჩნიათ. ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ეს კიდევ ერთხელ ცხადყო“.

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორია პლასტიკური ბარათების გავრცელება საქართველოში?

14 ოქტ 2019კვირის გრაფიკი

საქართველო საგრძნობლად ჩამორჩება დანარჩენ ევროპას პლასტიკური ბარათების რაოდენობით. საქართველოში პლასტიკური ბარათების მფლობელების წილი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპის ქვეყნებს...

რა ღირს დღეს ბიტკოინი?

7 ოქტ 2019კვირის გრაფიკი

            ბიტკოინის დღევანდელი ფასი მისი პიკური ღირებულების მხოლოდ 40%-ს შეადგენს. CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით 2019 წლის 6 ოქტომბერს ბიტკოინის ღირებულება $8031-ს შეადგენს, რაც მისი პიკური...

რატომ არ სარგებლობენ ქართველები საბანკო მომსახურებით?

30 სექ 2019კვირის გრაფიკი

მიუხედავად იმისა რომ საქართველოში საბანკო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე განვითარებულია, მისი მომსახურეობით შედარებით ცოტა ადამიანი სარგებლობს. საქართველოში საბანკო ანგარიშის მქონე...

პოპულარული

რა ღირს დღეს ბიტკოინი?

რა ღირს დღეს ბიტკოინი?

7 ოქტომბერი, 2019კვირის გრაფიკი