11:33 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
არჩილ თალაკვაძე გერმანიის ბუნდესტაგის ვიცესპიკერს შეხვდა
ჩუღურეთის რაიონში მრავალფუნქციური დასასვენებელი სივრცე მოეწყობა

სიახლეები

თამარ ჩუგოშვილი: „ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც უნდა იყოს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი და ამისათვის გვჭირდება ძალიან მკაფიო მესიჯი ევროკავშირის მხრიდან, რომ ეს არის ურთიერთ სურვილი“

„ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც უნდა იყოს სრულად დემოკრატიული და ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ამისათვის ჩვენ გვჭირდება ძალიან მკაფიო აღქმა და მესიჯი ევროკავშირის მხრიდან, რომ ეს სურვილი -  ვიყოთ ამ ერთიანი ოჯახის წევრი, ურთიერთ სურვილია. ჩვენ გვიხარია, რომ თანამშრომლობისთვის არის არაჩვეულებრივი შესაძლებლობები  და გვინდა, რომ  უფრო მეტად დავინახოთ ამ თანამშრომლობის გაფართოება“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა ბათუმში მიმდინარე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ მე-16 საერთაშორისო კონფერენციის თემატურ სესიაზე: „აღმოსავლეთ პარტნიორობა - სტიმული დემოკრატიული ცვლილებებისთვის“.

 

თამარ ჩუგოშვილმა ყურადღება გაამახვილა  ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებაზე ორგანიზაციაში რუსეთის დაბრუნების თაობაზე.

 

„საქართველოსთვის რუსეთი არის ოკუპანტი, რომელსაც ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს. ეს ნიშნავს მუდმივ საფრთხეს, მუდმივ რისკს ჩვენი უსაფრთხოებისათვის და იმ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის უფლებების დარღვევის კუთხით. სამწუხაროა, რომ რუსეთი დააბრუნეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, მიუხედავად ყველა დარღვევისა უკრაინისა და საქართველოს მიმართ და  დასავლეთ ევროპის ქვეყნების უმრავლესობამ რუსეთს  ეს კარი გაუღო ყოველგვარი წინაპირობის გარეშე ანუ უპირობოდ.

 

ის მესიჯები, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე არის ნამდვილად ცუდი გაკვეთილი“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

 

თემატურ სესიაზე გამომსვლელებმა ისაუბრეს იმის თაობაზე, როგორ უწყობს ხელს „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ პარტნიორ ქვეყნებში ეფექტიანი და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას. ასევე, რამდენად შეძლო გაწეულმა ძალისხმევამ პარტნიორი ქვეყნების საფრთხეებისადმი მდგრადობის გაძლიერება და რამდენად შეამცირა საზოგადოების მოწყვლადობა.

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ შეიცვალა ცხოვრების დონე პოსტ-საბჭოურ ქვეყნებში უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში?

15 ივლ 2019კვირის გრაფიკი

1980 წლების ბოლოს საქართველოში ცხოვრების დონე გაცილებით მაღალი იყო ვიდრე ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში რუსეთის გარდა. თუმცა 1990-იანი წლების კირზისმა საქართველოს ეკონომიკაზე გამანადგურებელი...

როგორ გაუფასურდა ლარი წლის დასაწყისიდან?

8 ივლ 2019კვირის გრაფიკი

წლის პირველ ნახევარში თურქული ლირა და ლარი აშშ დოლართან მიმაღტებაში ყველაზე მეტად გაუფასურდნენ. ეროვნული ბანკის მონაცემებით ლარი დოლართან შედარებით 6.8%-ით გაუფასურდა, ხოლო თურქული ლირა...

ლიბრა და ბიტკოინი

1 ივლ 2019კვირის გრაფიკი

Facebook-ს მალე საკუთარი ვალუტა ექნება, ლიბრა, რაც ახალი ვალუტის სახელწოდებაა, შესაძლებელს გახდის Facebook-ის მომხმარებლებისათვის განახორციელონ გადარიცხვები და საქონლის და მომსახურების შეძენა...

პოპულარული