02:07 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
არჩილ თალაკვაძე რუმინეთის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის ვიცესპიკერს შეხვდა
თამარ ხულორდავა რუმინეთის სენატის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

სიახლეები

სოფიო ქაცარავა:  „აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის თავზე ჩვენ ვხედავთ პროგრესს, და ახლა მნიშვნელოვანია,  ჩვენ და ევროკავშირს გვქონდეს საერთო ხედვა ჩვენი  ქვეყნის ევროპული მომავალზე“

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციისღირებული პარტნიორობის 10 წელი - განვლილი გზა და პერსპექტივები“  ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო სესიაზე: „2020 წელი - 20 მიზანი პარტნიორთა გასაძლიერებლად“.

 

სესიის მონაწილეებმა შეაფასეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში განხორციელებული მიღწევები, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

 

სოფიო ქაცარავამ, თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობაზე, როგორც ეფექტური და პროგრესულ პოლიტიკურ ინიციატივაზე, რომელიც მზარდ ზეგავლენას ახდენს წევრი ქვეყნების სამომავლო დღის წესრიგზე. ხაზი გაუსვა მდგრადობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებს ასევე, სტრატეგიული კომუნიკაციების ჩამოყალიბების მნიშვნელობას.

 

პრაქტიკული ინტეგრაცია ევროკავშირში არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის თავზე ჩვენ ვხედავთ პროგრესს, და ახლა მნიშვნელოვანიაჩვენ და ევროკავშირს გვქონდეს საერთო ხედვა ჩვენი  ქვეყნის ევროპული მომავალზე და თუ რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ მომავალშიმიუხედავად არსებული პრობლემებისა, სირთულეებისა, უნდა ვიცოდეთ რა სიახლეებს უნდა ველოდოთ 2020 წლისთვის, როგორ შეიძლება რომ ევროკავშირმა საქართველოს შემატოს მედეგობა, თანმიმდევრული მიდგომები და გვიჩვენოს სამომავლო ხედვები“,- განაცხადა სოფიო ქაცარავამ.​

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორია პლასტიკური ბარათების გავრცელება საქართველოში?

14 ოქტ 2019კვირის გრაფიკი

საქართველო საგრძნობლად ჩამორჩება დანარჩენ ევროპას პლასტიკური ბარათების რაოდენობით. საქართველოში პლასტიკური ბარათების მფლობელების წილი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპის ქვეყნებს...

რა ღირს დღეს ბიტკოინი?

7 ოქტ 2019კვირის გრაფიკი

            ბიტკოინის დღევანდელი ფასი მისი პიკური ღირებულების მხოლოდ 40%-ს შეადგენს. CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით 2019 წლის 6 ოქტომბერს ბიტკოინის ღირებულება $8031-ს შეადგენს, რაც მისი პიკური...

რატომ არ სარგებლობენ ქართველები საბანკო მომსახურებით?

30 სექ 2019კვირის გრაფიკი

მიუხედავად იმისა რომ საქართველოში საბანკო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე განვითარებულია, მისი მომსახურეობით შედარებით ცოტა ადამიანი სარგებლობს. საქართველოში საბანკო ანგარიშის მქონე...

პოპულარული

რა ღირს დღეს ბიტკოინი?

რა ღირს დღეს ბიტკოინი?

7 ოქტომბერი, 2019კვირის გრაფიკი