01:56 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ვაკის რაიონში სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს
სოფიო ქაცარავა: „აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის თავზე ჩვენ ვხედავთ პროგრესს, და ახლა მნიშვნელოვანია, ჩვენ და ევროკავშირს გვქონდეს საერთო ხედვა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალზე“

სიახლეები

არჩილ თალაკვაძე რუმინეთის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის ვიცესპიკერს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია- „საქართველოს ევროპული გზისფარგლებში, ორმხრივ შეხვედრებს მართავს.

 

რუმინეთის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის ვიცესპიკერთან, ფლორინ იორდაჰთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებული ისტორიული მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. აღინიშნა, რომ უახლოეს მომავალში ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება, რაც ურთიერთობებს თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს. ხაზი ასევე გაესვა პირდაპირი ავია და საზღვაო მიმოსვლის მნიშვნელობას

 

საუბარი შეეხო განხორციელებულ საკონსტიტუციო რეფორმასრეფორმით გათვალისწინებულ ძირითად ცვლილებებსა და პარლამენტის როლს ახალ პოლიტიკურ რეალობაში.

 

საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ საუბრისას, ვიცესპიკერმა აღინიშნა, რომ საქართველო რეგიონში ლიდერი ქვეყანა და სტაბილურობის გარანტია, რომელიც, გამოწვევების მიუხედავად, განვითარებას აგრძელებს. მისივე თქმით, რუმინეთის ოფიციალური პოზიციაა, რომ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისთვის დასავლური სტრუქტურების მხრიდან ნაბიჯები უნდა გადაიდგას.

 

თავის მხრივ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ რუმინეთს ჩვენი ქვეყნის ევროპატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. არჩილ თალაკვაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის, მიიღოს ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას დაეხმარება. პარლამენტის თავმჯდომარემ რუმინელი კოლეგა საქართველოში მოიწვია.

 

შეხვედრას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა ესწრებოდა.​

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორია პლასტიკური ბარათების გავრცელება საქართველოში?

14 ოქტ 2019კვირის გრაფიკი

საქართველო საგრძნობლად ჩამორჩება დანარჩენ ევროპას პლასტიკური ბარათების რაოდენობით. საქართველოში პლასტიკური ბარათების მფლობელების წილი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპის ქვეყნებს...

რა ღირს დღეს ბიტკოინი?

7 ოქტ 2019კვირის გრაფიკი

            ბიტკოინის დღევანდელი ფასი მისი პიკური ღირებულების მხოლოდ 40%-ს შეადგენს. CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით 2019 წლის 6 ოქტომბერს ბიტკოინის ღირებულება $8031-ს შეადგენს, რაც მისი პიკური...

რატომ არ სარგებლობენ ქართველები საბანკო მომსახურებით?

30 სექ 2019კვირის გრაფიკი

მიუხედავად იმისა რომ საქართველოში საბანკო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე განვითარებულია, მისი მომსახურეობით შედარებით ცოტა ადამიანი სარგებლობს. საქართველოში საბანკო ანგარიშის მქონე...

პოპულარული

რა ღირს დღეს ბიტკოინი?

რა ღირს დღეს ბიტკოინი?

7 ოქტომბერი, 2019კვირის გრაფიკი