18:29 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
თამარ ხულორდავა ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, სოკოლ დედჯას შეხვდა
არჩილ თალაკვაძე შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა

სიახლეები

არჩილ თალაკვაძე გერმანიის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გერმანიის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, მიხაელ როტს შეხვდა.

 

შეხვედრაზე, რომელიც ბათუში, საერთაშორისო კონფერენციის - „საქართველოს ევროპული გზაფარგლებში გაიმართა, ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობასა და იმ ნაბიჯებზე ისაუბრეს, რომელიც საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესის ხელშესაწყობად უნდა გადაიდგას.

 

საუბარი შეეხო ჩვენს ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს, ასევე, მათ მნიშვნელობას საქართველოს ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარებისთვის.

 

აღინიშნა, რომ გამოწვევების მიუხედავად, საქართველო სტაბილურობას და მიმზიდველ ბიზნეს-გარემოს ინარჩუნებს.

 

არჩილ თალაკვაძემ ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით, ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ხაზი გაესვა ახალგაზრდა თაობისთვის დამატებითი ეკონომიკური  შესაძლებლობების შექმნის მნიშვნელობას.

 

არჩილ თალაკვაძემ და მიხაელ როტმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრეს.

 

გერმანიის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანია კატეგორიულად ეწინააღმდეგება საოკუპაციო გამყოფი ხაზებისა და ბარიერების არსებობას და სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

 

მისივე შეფასებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, საქართველო სამაგალითო ქვეყანაა და გერმანიის მთავრობა ჩვენი ქვეყნის ფინანსურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას გააგრძელებს.​

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ შეიცვალა ცხოვრების დონე პოსტ-საბჭოურ ქვეყნებში უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში?

15 ივლ 2019კვირის გრაფიკი

1980 წლების ბოლოს საქართველოში ცხოვრების დონე გაცილებით მაღალი იყო ვიდრე ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში რუსეთის გარდა. თუმცა 1990-იანი წლების კირზისმა საქართველოს ეკონომიკაზე გამანადგურებელი...

როგორ გაუფასურდა ლარი წლის დასაწყისიდან?

8 ივლ 2019კვირის გრაფიკი

წლის პირველ ნახევარში თურქული ლირა და ლარი აშშ დოლართან მიმაღტებაში ყველაზე მეტად გაუფასურდნენ. ეროვნული ბანკის მონაცემებით ლარი დოლართან შედარებით 6.8%-ით გაუფასურდა, ხოლო თურქული ლირა...

ლიბრა და ბიტკოინი

1 ივლ 2019კვირის გრაფიკი

Facebook-ს მალე საკუთარი ვალუტა ექნება, ლიბრა, რაც ახალი ვალუტის სახელწოდებაა, შესაძლებელს გახდის Facebook-ის მომხმარებლებისათვის განახორციელონ გადარიცხვები და საქონლის და მომსახურების შეძენა...

პოპულარული