08:35 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ღია ცის ქვეშ კლასიკური მუსიკის კონცერტები იწყება
არჩილ თალაკვაძე გერმანიის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრს შეხვდა

სიახლეები

თამარ ხულორდავა ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, სოკოლ დედჯას შეხვდა

 

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეთამარ ხულორდავა ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, სოკოლ დედჯას შეხვდა.
 
მხარეებმა ერთმანეთს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში საკუთარი ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს.
 
შეხვედრაზე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოში მიმდინარე ევროინტეგრაციულ პროცესებზე და ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. „ალბანეთსა და საქართველოს საერთო ევროპული მისწრაფებები გააჩნიათ. ალბანეთის, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის გამოცდილება მნიშვნელოვნად დაეხმარება საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

მხარეებმა რეფორმების განხორციელების პროცესში ევროკავშირის ფინანსური დახმარების მნიშვნელობაზე, საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსის გაძლიერებასა და საზოგადოების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მათ აღნიშნეს, რომ საზოგადოების მიერ ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერასთან ერთად, მნიშვნელოვანია ევროკავშირის დროული საპასუხო ნაბიჯები, რათა მოსახლეობის დიდი მოლოდინი იმედგაცრუებად არ გარდაიქმნას.

სოკოლ დედჯამ თამარ ხულორდავას ალბანეთის მიერ ევროკავშირის წევრობის განაცხადის გაკეთებიდან დღემდე, ევროინტეგრაციული პროცესების მიმდინარეობასა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ესაუბრა. ყურადღება გაამახვილა განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე მათ შორის, კონსტიტუციისა და სასამართლო სისტემის ცვლილებაზე, ანტიკორუფციულ რეფორმაზე, ალბანეთის კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოების პროცესზე. მან ასევე, ისაუბრა ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე

ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თამარ ხულორდავას ევროინტეგრაციიის მიმართულებით ალბანეთის საკანონმდებლო ორგანოს მიერ განხორციელებული საქმიანობა გააცნო და ასევე, ესაუბრა ალბანეთის ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებაზე. მისი თქმით, ევროინტეგრაციის პროცესში ჩართულია ქვეყნის ყველა სტრუქტურა. ასევე, წარმატებით მოქმედებს ევროინტეგრაციის ეროვნული საბჭო, რომლის საქმიანობაშიც აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან ერთად, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები მონაწილეობენ

მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილების ურთიერთგაზიარებისთვის მადლობა გადაუხადეს და სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ბანკომატების რაოდენობა - საერთაშორისო შედარება

11 ნოე 2019კვირის გრაფიკი

  ბანკომატების რაოდენობა საქართველოში მსგავსი განვითარების ქვეყნებთან შედარებით მაღალია. მსოფლიო ბანკის გლობალური ფინანსური განვითარების მონაცემებით ბანკომატების რაოდენობა...

განათლების ხარჯების ეფექტიანობა საქართველოში

4 ნოე 2019კვირის გრაფიკი

საქართველოში განათლებაზე გაწეული სახელმწიფო ხარჯები სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალ-ეფექტიანია. საქართველოს მთავრობა განათლებაზე მშპ-ს 3.8%-ს ხარჯავს, დაახლოებით იმდენივეს რამდენსაც...

ბიზნესის კეთების სიმარტივის განახლებული რეიტინგები

28 ოქტ 2019კვირის გრაფიკი

ბიზნესის კეთების სიმარტივით საქართველო მსოფლიოში მოწინავე ადგილზე რჩება. მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივით...

პოპულარული

ფინანსური განათლების დონე საქართველოში

ფინანსური განათლების დონე საქართველოში

21 ოქტომბერი, 2019კვირის გრაფიკი