13:16 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
სოფიო ქაცარავა: „ყველა ჩვენი პარტნიორი აღიარებს, რომ საქართველო არის ლიდერი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში“
თამარ ხულორდავა ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, სოკოლ დედჯას შეხვდა

სიახლეები

ღია ცის ქვეშ კლასიკური მუსიკის კონცერტები იწყება

თბილისის მერიის ორგანიზებით იწყება პროექტი Tbilisi Classic Open Air, რომლის გარგლებში კლასიკური მუსიკის კონცერტები ქალაქის ღია სივრცეებში გაიმართება.

პროექტის პირველი კონცერტი, რომელიც 13 ივლისს, 20:00 საათზე, ორბელიანის მოედანზე მოეწყობა, პოლონეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 100 წლის იუბილეს მიეძღვნება. სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის დედაქალაქს პოლონეთის ქალაქ ჟეშუვის ორკესტრი ესტუმრა.

კონცერტში ასევე მონაწილეობს პოლონელი მევიოლინე კამილა ვონსიკ-იანიკი, რომელიც ისეთი პრესტიჟული კონკურსების პრიზიორია, როგორიცაა ვენიავსკის და შიმანოვსკის საერთაშორისო კონკურსები. კონცერტს უდირიჟორებს ქართველი დირიჟორი მირიან ხუხუნაიშვილი და მასზე  გამოჩენილი პოლონელი კომპოზიტორების ნაწარმოებები შესრულდება.

მეორე კონცერტი  14 ივლისს, 18:00 საათზე კვლავ ორბელიანის მოედანზე გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებს თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი, რომელიც დედაქალაქის მერიის დაფინანსებით მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში 2019 წელს  ჩამოყალიბდა.

კონცერტზე წარმოდგენილნი იქნებიან სოლისტები: ირინა როსტომაშვილი (ვიოლინო); ანა გილიგაშვილი (ფლეიტა) და მარიამ მამადაშვილი (ვიოლინო). ღონისძიებაზე შესრულდება მოცარტისა და ვივალდის ნაწარმოებები.

ღონისძიების პარტნიორები არიან: პოლონური ინსტიტუტი თბილისში; მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე; ევგენი მიქელაძის ეროვნული მუსიკალური ცენტრი.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

მსოფლიო და ინტერნეტი

6 ივლ 2020კვირის გრაფიკი

       მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარს არ აქვს წვდომა ინტერნეტთან. მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით მსოფლიოს მოსახლეობის 49.7% არის ინტერნეტის მომხარებელი ან მობილური მოწყობილობის...

კორონავირუსის რეკორდული რაოდენობა მსოფლიოში

29 ივნ 2020კვირის გრაფიკი

  კორონავირუსით დაავადების შემთხვევების რაოდენობამ ათ მილიონს გადააჭარბა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცმებით 28 ივნისის ჩათვლით მსოფლიოში დაფიქსირებულია კორონავირუსის 10,111,259...

კორონავირუსი და მშპ-ს რეალური ზრდა

22 ივნ 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოშირეალური მშპ  პირველ კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.7%-ით შემცირდა. აღნიშნული კლება აღემატება ევროპის საშუალო კლებას (-2.2%). რეალური მშპ-ს...