11:28 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
თამარ ხულორდავა აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროპის ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ავსტრიის ფედერალური სამინისტროს სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
ღია ცის ქვეშ კლასიკური მუსიკის კონცერტები იწყება

სიახლეები

სოფიო ქაცარავა: „ყველა ჩვენი პარტნიორი აღიარებს, რომ საქართველო არის ლიდერი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში“

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ, ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის პარალელურად, გერმანიის ბუნდესტაგის წარმომადგენლებთან და ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის საგარეო საქმეთა, თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარესთანპაველ ფიშერთან, ასევე ესტონეთის და რუმინეთის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეებთან, მონტენეგროს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან ორმხრივი შეხვედრები გამართა

შეხვედრების მთავარი თემა იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა, მისი გავლენა წევრ ქვეყნებზე და ის შედეგები, რომელსაც საქართველომ ამ ინიციატივის ფარგლებში, ბოლო 10 წლის განმავლობაში მიაღწია

სოფიო ქაცარავამ სტუმრებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე, საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო გეგმებზე ინფორმაცია მიაწოდა

ბათუმის კონფერენცია არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, როგორც შინაარსობრივად, ასევე ყველა იმ სტუმრის გათვალისწინებით, რომელიც ამ კონფერენციაში იღებს მონაწილეობას. ყველა ჩვენმა პარტნიორმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა მათი მხარდაჭერა ჩვენს მიერ არჩეულ საგარეო პრიორიტეტებზე და ხაზი გაუსვა, რომ საქართველო არის ლიდერი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ შეიცვალა ცხოვრების დონე პოსტ-საბჭოურ ქვეყნებში უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში?

15 ივლ 2019კვირის გრაფიკი

1980 წლების ბოლოს საქართველოში ცხოვრების დონე გაცილებით მაღალი იყო ვიდრე ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში რუსეთის გარდა. თუმცა 1990-იანი წლების კირზისმა საქართველოს ეკონომიკაზე გამანადგურებელი...

როგორ გაუფასურდა ლარი წლის დასაწყისიდან?

8 ივლ 2019კვირის გრაფიკი

წლის პირველ ნახევარში თურქული ლირა და ლარი აშშ დოლართან მიმაღტებაში ყველაზე მეტად გაუფასურდნენ. ეროვნული ბანკის მონაცემებით ლარი დოლართან შედარებით 6.8%-ით გაუფასურდა, ხოლო თურქული ლირა...

ლიბრა და ბიტკოინი

1 ივლ 2019კვირის გრაფიკი

Facebook-ს მალე საკუთარი ვალუტა ექნება, ლიბრა, რაც ახალი ვალუტის სახელწოდებაა, შესაძლებელს გახდის Facebook-ის მომხმარებლებისათვის განახორციელონ გადარიცხვები და საქონლის და მომსახურების შეძენა...

პოპულარული