16:26 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
მიხეილ ყაველაშვილი: „გუშინდელი ეთერის შემდეგ, საზოგადოებას კიდევ უფრო გაუმყარდება აზრი, რომ ჩვენ გვყავს საკმაოდ ძლიერი მინისტრი, რომელიც ისეთი ინსტიტუტის გაძლიერებას ცდილობს, როგორიც შინაგან საქმეთა სამინისტროა“
მამუკა მდინარაძე: „ერთ მხარეს არის დესტრუქციული, რევანშისტული, მეხუთე კოლონა ნაცმოძრაობის სახით, ხოლო მეორე მხარეს - ხელისუფლება, შსს მინისტრი და პოლიცია, რომელიც თავის მოვალეობას ასრულებს, იცავს სახელმწიფოს და მის მომავალს“

სიახლეები

თამარ ხულორდავა მონტენეგროს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს ზორან იანკოვიჩს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეთამარ ხულორდავა, რომელიც ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში - „საქართველოს ევროპული გზა მონაწილეობს, მონტენეგროს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს ზორან იანკოვიჩს შეხვდა.

მხარეებმა ერთმანეთს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში საკუთარი ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ. სტუმართან, საქართველოში მიმდინარე ევროინტეგრაციულ პროცესებზე და ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა.

მონტენეგროსა და საქართველოს საერთო ევროპული მისწრაფებები გააჩნიათ. მონტენეგროს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის გამოცდილება მნიშვნელოვნად დაეხმარება საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში“, - აღნიშნა თამარ ხულორდავამ.

მონტენეგროს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა მონტენეგროს ევროინტეგრაციული პროცესის მიმდინარეობაზე, საკუთარი ქვეყნის გამოცდილებაზე და მის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და ბოლო ორი წლის მანძილზე, ევროკავშირთან მიღწეულ ეკონომიკურ პროგრესზე.

სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა ევროინტეგრაციის პროცესში ბალკანეთის ქვეყნების ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობას.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

მსოფლიოს 15 უმსხვილესი კომპანია

18 ნოე 2019კვირის გრაფიკი

  უკანასკნელი 18 წლის განმავლობაში მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების რეიტინგებში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. პირველ რიგში აღსანიშნავია, დიგიტალური კომპანიების...

ბანკომატების რაოდენობა - საერთაშორისო შედარება

11 ნოე 2019კვირის გრაფიკი

  ბანკომატების რაოდენობა საქართველოში მსგავსი განვითარების ქვეყნებთან შედარებით მაღალია. მსოფლიო ბანკის გლობალური ფინანსური განვითარების მონაცემებით ბანკომატების რაოდენობა...

განათლების ხარჯების ეფექტიანობა საქართველოში

4 ნოე 2019კვირის გრაფიკი

საქართველოში განათლებაზე გაწეული სახელმწიფო ხარჯები სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალ-ეფექტიანია. საქართველოს მთავრობა განათლებაზე მშპ-ს 3.8%-ს ხარჯავს, დაახლოებით იმდენივეს რამდენსაც...