სიახლეები
დედაქალაქის მერიის ორგანიზებით, პროექტის Tbilisi Classic Open Air ფარგლებში, კლასიკური მუსიკისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდა.
ორბელიანის მოედანზე გამართულ კონცერტს თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილე სოფიო ხუნწარიასთან, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩიასთან და მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორ თიკა რუხაძესთან ერთად დაესწრო.
„დღეს, კლასიკური მუსიკის საღამო იყო, ორი ღონისძიება გაიმართა. ჯერ ჩვენი ახალგაზრდული ორკესტრი უკრავდა, რომელიც დედაქალაქის მერიის ხელშეწყობით დაფუძნდა. ძალიან კარგი ახალგაზრდები გვყავს, რომლებსაც დიდი მომავალი აქვთ. საღამოს კი, წარმოდგენილი იყო პოლონეთის ფილარმონიული ორკესტრი. ორბელიანის მოედანზე ბევრი ხალხი შეიკრიბა. იყო სასიამოვნო განწყობა და ლამაზი საღამო. ეს პროექტი დედაქალაქში სხვადასხვა ღონისძიების და კონცერტის სახით აუცილებლად გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
Tbilisi Classic Open Air-ის პირველ კონცერტზე მსმენელის წინაშე წარსდგა თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი, რომელიც დედაქალაქის მერიის დაფინანსებით, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში მიმდინარე წელს ჩამოყალიბდა. სოლისტები არიან ირინა როსტომაშვილი (ვიოლინო); ანა გილიგაშვილი (ფლეიტა) და მარიამ მამადაშვილი (ვიოლინო).
ღონისძიებაზე მოცარტისა და ვივალდის ნაწარმოებები შესრულდა.
რაც შეეხება კონცერტის მეორე ნაწილს, იგი პოლონეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის დედაქალაქს პოლონეთის ქალაქ ჟეშუვის ორკესტრი ესტუმრა, რომელმაც პოლონელი კომპოზიტორების ნაწარმოებები შეასრულა სოლისტ მევიოლინე კამილავონსიკ-იანიკთან ერთად. პოლონელმა მუსიკოსებმა მსმენელს მონიუშკოს, გურეცკის, კილარისა და ვენიავსკის ნაწარმოებები წარმოუდგინეს.
კონცერტს ქართველი დირიჟორი მირიან ხუხუნაიშვილი დირიჟორობდა.
ღონისძიების პარტნიორები იყვნენ: პოლონური ინსტიტუტი თბილისში; მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე; ევგენი მიქელაძის ეროვნული მუსიკალური ცენტრი.
Tbilisi Classic Open Air დედაქალაქის მერიის მიერ ორგანიზებული პროექტია, რომლის ფარგლებშიც, კლასიკური მუსიკის კონცერტები ქალაქის ღია სივრცეებში ჩატარდება. ყველა ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალი იქნება.
მსგავსი სიახლეები

22 ნოე 2019ხელოვნება
22-23 ნოემბერს თბილისში მუსიკის ფორუმი გაიმართება

1 ნოე 2019ხელოვნება
დედაქალაქის მერი OGP-სა და UNDP-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას დაესწრო
კვირის გრაფიკი
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოში
18 იან 2021კვირის გრაფიკი
ვაქცინაციის ტემპები ქვეყნებს შორის საგრძნობლად განსხვავდება ერთმანეთისგან. Ourworldindata-ს ყოველდღიური მონიტორინგის მონაცემებით მსოფლიოს 50 ქვეყანაში ვაქცინაცია დაწყებულია...
კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია მსოფლიოში
11 იან 2021კვირის გრაფიკი
მართალია ისტორიაში ყველაზე დიდი გლობალური ვაქცინაციის კამპანია მიმდინარეობს, ვაქცინაზე ადექვატური წვდომა ძირითადად მხოლოდ შეძლებულ ქვეყნებს აქვთ. Bloomberg-ის მონაცემებით...
სოციალური კეთილდღეობა და სამუშაო ძალა
4 იან 2021კვირის გრაფიკი
უფრო მდიდარ ქვეყნებში მცხოვრები ადამიანები უფრო ნაკლებ დროს ატარებენ სამუშაოზე. Ourworldindata-ს მიხედვით ქვეყნებში სადაც წლიურად ნამუშევარი საათების რაოდენობა ნაკლებია 1700-ზე...
პოპულარული

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესყიდვები მსოფლიოში
28 დეკემბერი, 2020კვირის გრაფიკი

სოციალური კეთილდღეობა და სამუშაო ძალა
4 იანვარი, 2021კვირის გრაფიკი

კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია მსოფლიოში
11 იანვარი, 2021კვირის გრაფიკი

