19:34 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
თამარ მეფის ხიდიდან ჩასასვლელ პანდუსზე ტრანსპორტის მოძრაობა 200 დღის განმავლობაში შეიზღუდება
ვაკის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურა 50 მისამართზე განახლდა

სიახლეები

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადაეცათ

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა ვახტანგ ლომჯარიამ და ისნის რაიონის გამგებელმა კახაბერ ლაბუჩიძემ, სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისათვის, სააგენტოს მაშველებს, ვეტერინარებს, ფერშლებს, სანიტრებსა და კინოლოგებს მადლობის სიგელები გადასცეს. ცერემონია ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ჩატარდა.

ღონისძიების ფარგლებში თავშესაფრის ტური მოეწყო და სტუმრებმა მაშველების მიერ გადარჩენილი, დაკარგული და გასაჩუქებელი ცხოველები მოინახულეს.

მერის მოადგილემ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ეფექტურ მუშაობაზე გაამახვილა ყურადღება.

,,სააგენტოს წარმატებისათვის თანამშრომელთა მოტივაციის გაზრდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. ეკიპაჟების მუშაობის ეფექტურობის მატებასთან ერთად, ასეთი ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

ვახტანგ ლომჯარიამ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს საქმიანობის მიმდინარე წლის ანგარიში წარადგინა და სამაშველო ოპერაციების გაზრდილ რაოდენობაზე ისაუბრა.

,,მიმდინარე წელს 3 ათასზე მეტი კასტრაცია-სტერილიზაციის ოპერაცია  და 200-ზე მეტი სამაშველო ღონისძიება ჩავატარეთ, 640 ტრავმირებულ ცხოველს აღმოვუჩინეთ დახმარება, 386 ცხოველი გავაჩუქეთ და 88 პატრონს დავუბრუნეთ. სააგენტო ძირითად აქცენტს კასტრაცია-სტერილიზაციის ოპერაციების ჩატარებაზე აკეთებს, ვინაიდან ეს პოპულაციის მართვის, მსოფლიოში აპრობირებული, ყველაზე ჰუმანური და ეფექტიანი მეთოდია“, - აღნიშნა ლომჯარიამ.

მადლობის სიგელები სააგენტოს 32 თანამშრომელს გადაეცა.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში საშუალო განათლების ხარისხი გაუარესდა!

9 დეკ 2019კვირის გრაფიკი

გასულ კვირას გამოქვეყნებული ეკონომიკური განვითარების და თანამშრომლობის ორგანიზაციის კვლევების მიხედვით, ქართველ მოსწავლეთა საშუალო შეფასება გაუარესდა. ე.წ პიზას კვლევების მიხედვით...

რამდენად მაღალია ქართველი მამაკაცი?

2 დეკ 2019კვირის გრაფიკი

მამაკაცის საშუალო სიმაღლით საქართველო მსოფლიოს ქვეყნებს შორის 44-ე ადგილზეა. “WorldData”-ს მონაცემების მიხედვით საქართველოში მამაკაცის საშუალო სიმაღლე შეადგენს 175 სმ-ს, რაც აღემატება...

ბევრი მოხუცი, ცოტა ახალგაზრდა - საქართველოს დემოგრაფიული თავსატეხი

25 ნოე 2019კვირის გრაფიკი

საქართველო სერიოზული დემოგრაფიული პრობლემის წინაშეა. ის რომ ბოლო 30 წელიწადში საქართველოს მოსახლეობა საგრძნობლად შემცირდა ყველასთვის ცნობილია. თუმცა, მთავარი პრობლემა მდგომარეობს...