19:43 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
სოფიო ქაცარავა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს და საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა
თამარ მეფის ხიდიდან ჩასასვლელ პანდუსზე ტრანსპორტის მოძრაობა 200 დღის განმავლობაში შეიზღუდება

სიახლეები

სოფიო ქაცარავა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს, ელმარ მამედიაროვს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს რეგიონში არსებული ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტები და მათი მნიშვნელობა სტაბილურობისა და განვითარების ხელშეწყობის კუთხით. ხაზი გაესვა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის მნიშვნელობას, როგორც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელ სტაბილურ და უსაფრთხო გზას და საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ მნიშნელოვან წყაროს.

 

შეხვედრაზე  სოფიო ქაცარავამ ყურადღება გაამახვილა  რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და კონფლიქტის გადაჭრის მშვიდობიან გზებზე.  მან მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

 

„საქართველო -აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი საპარლამენტო ფორმატი ამყარებს სამ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებულ სტრატეგიულ თანამშრომლობას, რაც ხელს უწყობს რეგიონის სტაბილურობას, განვითარებას და უსაფრთხოებას",-განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

 

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ აზერბაიჯანთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის და აზერბაიჯანთან მეგობრობის ჯგუფის წევრი - რამაზ ნიკოლაიშვილი და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი - ზურაბ პატარიძე

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ შეიცვალა ლარის კურსი სხვადასხვა უცხოური ვალუტის მიმართ?

12 აგვ 2019კვირის გრაფიკი

2019 წლის პირველ შვიდ თვეში ლარი ყველა სავაჭრო პარტნიორის ვალუტასთან გაუფასურდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით. განსაკუთრებით მაღალი იყო გაუფასურება უკრაინულ...

როგორია საპროცენტო განაკვეთები ანაბრებზე საქართველოს ბანკებში?

5 აგვ 2019კვირის გრაფიკი

ხუთი ყველაზე მსხვილი ბანკის მონაცემები აჩვენებს რომ ანაბრების საპროცენტო განაკვეთები ლარში ვადიანობის გათვალისწინებით 7.7%-დან დაახლოებით 10%-ის ფარგლებში, ხოლო დოლარში 1.7%-დან 4%-ის...

ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა საქართველოში და მსოფლიოში

29 ივლ 2019კვირის გრაფიკი

ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა საქართველოში მსგავსი შემოსავლების მქონე ქეყნებთან შედარებით უფრო მაღალია. მსოფლიო ბანკის მონაცემებით საქართველოში მოსახლეობის 60.5%-ს აქვს...

პოპულარული

მსოფლიოს ექვსი ყველაზე დიდი ეკონომიკა

მსოფლიოს ექვსი ყველაზე დიდი ეკონომიკა

22 ივლისი, 2019კვირის გრაფიკი