17:36 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ნაძალდევის რაიონში სამ სპორტულ მოედანს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა
არჩილ თალაკვაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი სამუშაო ვიზიტი დაასრულა

სიახლეები

ნაძალადევის რაიონში ფესტივალი „თბილისის ცის ქვეშ“ გაიმართება

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, ფესტივალი „თბილისის ცის ქვეშ“ ამჯერად, ნაძალადევის რაიონში, IX კვარტალში (ანაპის 414-ე დივიზიისა და ურეკის ქუჩების კვეთაზე)  ჩატარდება.

 

ღონისძიება 21 ივლისს, 18:00 საათზე დაიწყება და მოიცავს საბავშვო-გასართობ აქტივობას, ასევე, ტურნირებს სპორტის შემდეგ სახეობებში: მკლავჭიდი, ჭადრაკი, ტანვარჯიში, მაგიდის ჩოგბურთი, ფარიკაობა, ბოჩა. სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის მიღების საშუალება აქვთ, როგორც პროფესიონალ, ასევე მოყვარულ სპორტსმენებს. მინი ჩემპიონატებში გამარჯვებულ მონაწილეებს კი სიმბოლური საჩუქრები გადაეცემათ.

 

მრავალფეროვანი საბავშვო პროგრამის ფარგლებში, პატარებისთვის განხორციელდება სხვადასხვა თამაში, შეჯიბრი და შოუ პროგრამა. ბავშვების განწყობაზე ზრუნებენ ანიმატორები, ზღაპრის გმირები და ილუზიონისტი. მსურველები საბავშვო კინოჩვენებაზე დასწრებას შეძლებენ. საღამოს კი ზუკა ხუციშვილის ბენდი და დიჯეი გიგა პაპასკირი  დაასრულებენ.

 

პროექტსთბილისის ცის ქვეშწელს დედაქალაქის მერია VTB ბანკთან ერთად ატარებს და მის ფარგლებში, დედაქალაქის უბნებში, ყოველკვირეულად, სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული, საბავშვო და საგანმანათლებლო აქტივობა ჩატარდება. ღონისძიებები ივლისის ბოლომდე გაგრძელდება და მასზე დასწრება თავისუფალი იქნება.

 

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

რამდენად მაღალია ქართველი მამაკაცი?

2 დეკ 2019კვირის გრაფიკი

მამაკაცის საშუალო სიმაღლით საქართველო მსოფლიოს ქვეყნებს შორის 44-ე ადგილზეა. “WorldData”-ს მონაცემების მიხედვით საქართველოში მამაკაცის საშუალო სიმაღლე შეადგენს 175 სმ-ს, რაც აღემატება...

ბევრი მოხუცი, ცოტა ახალგაზრდა - საქართველოს დემოგრაფიული თავსატეხი

25 ნოე 2019კვირის გრაფიკი

საქართველო სერიოზული დემოგრაფიული პრობლემის წინაშეა. ის რომ ბოლო 30 წელიწადში საქართველოს მოსახლეობა საგრძნობლად შემცირდა ყველასთვის ცნობილია. თუმცა, მთავარი პრობლემა მდგომარეობს...

მსოფლიოს 15 უმსხვილესი კომპანია

18 ნოე 2019კვირის გრაფიკი

  უკანასკნელი 18 წლის განმავლობაში მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების რეიტინგებში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. პირველ რიგში აღსანიშნავია, დიგიტალური კომპანიების...