18:41 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
მსოფლიოს ექვსი ყველაზე დიდი ეკონომიკა
არჩილ თალაკვაძემ მერილენდში წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი მოინახულა

სიახლეები

ფესტივალი „თბილისის ცის ქვეშ“ ნაძალადევის რაიონში გაიმართა

დედაქალაქის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, ფესტივალს „თბილისის ცის ქვეშ“ ამჯერად ნაძალადევის რაიონმა უმასპინძლა.

 

ღონისძიება IX კვარტალში არსებულ პარკში გაიმართა და მის ფარგლებში გაიმართა საბავშვო–გასართობი აქტივობა, ტურნირები სპორტის სახეობებში: მკლავჭიდი, ჭადრაკი, ტანვარჯიში, მაგიდის ჩოგბურთი, ფარიკაობა, ბოჩა. აქტივობებში მონაწილეობის მიღების საშუალება ჰქონდა, როგორც პროფესიონალ, ასევე მოყვარულ სპორტსმენებს. პატარებისთვის ჩატარდა სხვადასხვა თამაში, შეჯიბრი და შოუ პროგრამა. ბავშვების განწყობაზე ზრუნავდნენ ანიმატორები, ზღაპრის გმირები. მსურველები საბავშვო კინოჩვენებასაც დაესწრნენ. საღამო კი ზუკა ხუციშვილის ბენდის კონცერტმა და დიჯეი გიგა პაპასკირმა დაასრულეს.

 

პროექტსთბილისის ცის ქვეშწელს დედაქალაქის მერია VTB ბანკთან ერთად ატარებს და მის ფარგლებში, თბილისის უბნებში, ყოველკვირეულად, სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული, საბავშვო და საგანმანათლებლო აქტივობა ჩატარდება. ღონისძიებები ივლისის ბოლომდე გაგრძელდება და მასზე დასწრება თავისუფალი იქნება.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში საშუალო განათლების ხარისხი გაუარესდა!

9 დეკ 2019კვირის გრაფიკი

გასულ კვირას გამოქვეყნებული ეკონომიკური განვითარების და თანამშრომლობის ორგანიზაციის კვლევების მიხედვით, ქართველ მოსწავლეთა საშუალო შეფასება გაუარესდა. ე.წ პიზას კვლევების მიხედვით...

რამდენად მაღალია ქართველი მამაკაცი?

2 დეკ 2019კვირის გრაფიკი

მამაკაცის საშუალო სიმაღლით საქართველო მსოფლიოს ქვეყნებს შორის 44-ე ადგილზეა. “WorldData”-ს მონაცემების მიხედვით საქართველოში მამაკაცის საშუალო სიმაღლე შეადგენს 175 სმ-ს, რაც აღემატება...

ბევრი მოხუცი, ცოტა ახალგაზრდა - საქართველოს დემოგრაფიული თავსატეხი

25 ნოე 2019კვირის გრაფიკი

საქართველო სერიოზული დემოგრაფიული პრობლემის წინაშეა. ის რომ ბოლო 30 წელიწადში საქართველოს მოსახლეობა საგრძნობლად შემცირდა ყველასთვის ცნობილია. თუმცა, მთავარი პრობლემა მდგომარეობს...