18:58 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ქვემო სამგორის რამდენიმე მისამართზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
მსოფლიოს ექვსი ყველაზე დიდი ეკონომიკა

სიახლეები

„თავისუფალი საქართველო“ უკრაინელ ხალხს დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას ულოცავს

პარტია „თავისუფალი საქართველო“ მიესალმება უკრაინაში დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და გამარჯვებულ პარტიებს ულოცავს წარმატებას.

ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მრავალწლიანი პოლიტიკური დაძაბულობის შემდეგ უკრაინაში ჩატარდა არჩევნები, რომლის შედეგების ლეგიტიმურობა, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ არ ბადებს კითხვის ნიშნებს.

როგორც პეზიდენტმა ზელენსკიმ ბრძანა მის საინაუგურაციო სიტყვაში, უკრაინის წარმატება, არა მხოლოდ უკრაინელების გამარჯვებაა, არამედ ერთგვარი ორიენტირია სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის. ვისურვებდით, რომ 2020 წელს საქართველოშიც ჩატარდეს ისეთივე საპარლამენტო არჩევნები, როგორიც წელს მოახერხა უკრაინამ.

ნიშნადობლივია ისიც, რომ უკრაინელმა ხალხმა სამარცხვინო სილა გააწნა იმ დესტრუქციულ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც, უცხო ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ, უკრაინაში არეულობით და პოლიტიკური სიტუაციის ესკალაციით არიან დაინტერესებული. ამ ჯგუფებმა არჩევნებში 1%-ზე ნაკლები მხარდაჭერა მიიღეს.

განსაკუთრებით გვინდა მივულოცოთ ჩვენს თანამემამულეს, პარტია „ხალხის მსახურის“ ერთ-ერთ ლიდერს - დავით არახამიას მიღწეული წარმატება და ვუსურვოთ მას შემდგომი წინსვლა უკრაინელი ხალხის სამსახურში. აგრეთვე, გამოვთქვამთ იმედს, რომ ბატონი არახამიას მაღალი პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი პოზიცია ხელს შეუწყობს უკრაინასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას.

პარტია „თავისუფალი საქართველო“ უახლოეს პერიოდში გეგმავს კიევში ვიზიტს და ორმხირივი თანამშრომლობის განვითარებას საპარლამენტო პოლიტიკურ ძალებთან.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ შეიცვალა ლარის კურსი სხვადასხვა უცხოური ვალუტის მიმართ?

12 აგვ 2019კვირის გრაფიკი

2019 წლის პირველ შვიდ თვეში ლარი ყველა სავაჭრო პარტნიორის ვალუტასთან გაუფასურდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით. განსაკუთრებით მაღალი იყო გაუფასურება უკრაინულ...

როგორია საპროცენტო განაკვეთები ანაბრებზე საქართველოს ბანკებში?

5 აგვ 2019კვირის გრაფიკი

ხუთი ყველაზე მსხვილი ბანკის მონაცემები აჩვენებს რომ ანაბრების საპროცენტო განაკვეთები ლარში ვადიანობის გათვალისწინებით 7.7%-დან დაახლოებით 10%-ის ფარგლებში, ხოლო დოლარში 1.7%-დან 4%-ის...

ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა საქართველოში და მსოფლიოში

29 ივლ 2019კვირის გრაფიკი

ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა საქართველოში მსგავსი შემოსავლების მქონე ქეყნებთან შედარებით უფრო მაღალია. მსოფლიო ბანკის მონაცემებით საქართველოში მოსახლეობის 60.5%-ს აქვს...

პოპულარული

მსოფლიოს ექვსი ყველაზე დიდი ეკონომიკა

მსოფლიოს ექვსი ყველაზე დიდი ეკონომიკა

22 ივლისი, 2019კვირის გრაფიკი