14:51 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
არჩილ თალაკვაძე საქართველოში გაეროს მუდმივ კოორდინატორს და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელს, ლუიზა ვინტონს შეხვდა
ნაძალადევის რაიონში ველისციხის ქუჩის კაპიტალური შეკეთება სრულდება

სიახლეები

ირინე ფრუიძემ ახალგაზრდობის საკითხებზე მოწვეულ საერთაშორისო ექსპერტთან გაეროს სააგენტოების და ახალგაზრდული სააგენტოს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი ირინე ფრუიძე  ახალგაზრდობის საკითხებზე მოწვეულ საერთაშორისო ექსპერტ მაქსიმილიან ფრასთან,  გაეროს სააგენტოების და  ახალგაზრდული სააგენტოს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

 

„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ იმისათვის რომ განვიხილოთ იმ კვლევის შუალედური შედეგები, რომელიც დაიწყო სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა გაეროს სააგენტოების  მხარდაჭერით, ეს შეეხება ახალგაზრდული პოლიტიკის სამოქმედო გეგმის შედეგების შეფასებას და ამ მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით ჩვენ უკვე ვიმუშავებთ სახელმწიფო ახალგაზრდულ კონცეფციაზე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვნახოთ კონკრეტულად რა გაკეთდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქვეყანაში, ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით, რა შედეგები მივიღეთ ამ საქმიანობის საფუძველზე,  რა გამოწვევები იყო, რა არის ამის მიზეზები და ამის მიხედვით დავგეგმოთ შემდეგი ნაბიჯები“- განაცხადა საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრმა ირინე ფრუიძემ.

 

საქართველოს პარლამენტის ინიციატივით და საქართველოს გაეროს სააგენტოებისა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით „საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების სამოქმედო გეგმის“ განხორციელების შეფასებისთვის მიმდინარეობს სამუშაო შეხვედრები, რისთვისაც ტარდება საქართველოში არსებული პრაქტიკების კვლევა, როგორც  ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ შეიცვალა ლარის კურსი სხვადასხვა უცხოური ვალუტის მიმართ?

12 აგვ 2019კვირის გრაფიკი

2019 წლის პირველ შვიდ თვეში ლარი ყველა სავაჭრო პარტნიორის ვალუტასთან გაუფასურდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით. განსაკუთრებით მაღალი იყო გაუფასურება უკრაინულ...

როგორია საპროცენტო განაკვეთები ანაბრებზე საქართველოს ბანკებში?

5 აგვ 2019კვირის გრაფიკი

ხუთი ყველაზე მსხვილი ბანკის მონაცემები აჩვენებს რომ ანაბრების საპროცენტო განაკვეთები ლარში ვადიანობის გათვალისწინებით 7.7%-დან დაახლოებით 10%-ის ფარგლებში, ხოლო დოლარში 1.7%-დან 4%-ის...

ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა საქართველოში და მსოფლიოში

29 ივლ 2019კვირის გრაფიკი

ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა საქართველოში მსგავსი შემოსავლების მქონე ქეყნებთან შედარებით უფრო მაღალია. მსოფლიო ბანკის მონაცემებით საქართველოში მოსახლეობის 60.5%-ს აქვს...

პოპულარული

მსოფლიოს ექვსი ყველაზე დიდი ეკონომიკა

მსოფლიოს ექვსი ყველაზე დიდი ეკონომიკა

22 ივლისი, 2019კვირის გრაფიკი