14:49 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
„თბილისის ცის ქვეშ“ - პროექტის ფარგლებში გიო ცინცაძის კინომუსიკის საღამო გაიმართა
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია აცხადებს, რომ მისი კომიტეტი ანაკლიის პროექტს მუდმივად უჭერდა მხარს და მომავალშიც გააგრძელებს ამ მხარდაჭერას

სიახლეები

პარლამენტის თავმჯდომარემ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს ასი წლის იუბილე მიულოცა

დაარსებიდან 100 წელი ნამდვილად ნიშნავს, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახური არის ინსტიტუციონალიზებული და  დროის და ისტორიის ტესტი ამ ინსტიტუციამ ჩააბარა“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ასი წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა.

 

არჩილ თალაკვაძემ სამსახურის თანამშრომლებს საიუბილეო თარიღი მიულოცა და მათი საქმიანობის მაღალ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახური 100 წლისაა! საქართველოს პარლამენტის სახელით მადლობას ვუხდი სამსახურის თითოეულ თანამშრომელს და მის ხელმძღვანელს გაწეული სამუშაოსთვის.

 

სანდო სტატისტიკური მონაცემებით სახელმწიფო ესაუბრება არამხოლოდ თავის მოქალაქეებს, არამედ ცივილიზებულ მსოფლიოს, რომელიც ყოველდღიურად იღებს გადაწყვეტილებებს ვისთან ითანამშრომლოს, სად ჩადოს ინვესტიცია, რომელ ქვეყანასთან ჰქონდეს სავაჭრო ურთიერთობები და ტურიზმი. სტატისტიკური მონაცემების შექმნა დიდი პასუხისმგებლობაა“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

მოწვეულ  სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ. საზეიმო ღონისძიებას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.​

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ შეიცვალა ლარის კურსი სხვადასხვა უცხოური ვალუტის მიმართ?

12 აგვ 2019კვირის გრაფიკი

2019 წლის პირველ შვიდ თვეში ლარი ყველა სავაჭრო პარტნიორის ვალუტასთან გაუფასურდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით. განსაკუთრებით მაღალი იყო გაუფასურება უკრაინულ...

როგორია საპროცენტო განაკვეთები ანაბრებზე საქართველოს ბანკებში?

5 აგვ 2019კვირის გრაფიკი

ხუთი ყველაზე მსხვილი ბანკის მონაცემები აჩვენებს რომ ანაბრების საპროცენტო განაკვეთები ლარში ვადიანობის გათვალისწინებით 7.7%-დან დაახლოებით 10%-ის ფარგლებში, ხოლო დოლარში 1.7%-დან 4%-ის...

ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა საქართველოში და მსოფლიოში

29 ივლ 2019კვირის გრაფიკი

ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა საქართველოში მსგავსი შემოსავლების მქონე ქეყნებთან შედარებით უფრო მაღალია. მსოფლიო ბანკის მონაცემებით საქართველოში მოსახლეობის 60.5%-ს აქვს...

პოპულარული

მსოფლიოს ექვსი ყველაზე დიდი ეკონომიკა

მსოფლიოს ექვსი ყველაზე დიდი ეკონომიკა

22 ივლისი, 2019კვირის გრაფიკი