15:54 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
„თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, ჯანსუღ კახიძის „თბილისური ეზო“ გაიმართა
კრწანისში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს

სიახლეები

არჩილ თალაკვაძე: C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით საქართველო გახდა გლობალური ლიდერი, რომელმაც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში პაციენტებს და ექიმებს ოპტიმიზმი მოუტანა

 

„C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით საქართველო გახდა გლობალური ლიდერი, რომელმაც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში პაციენტებს და ექიმებს ოპტიმიზმი მოუტანა და გააძლიერა მოძრაობა C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის მისაღწევად“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჰეპატიტების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე განაცხადა.

 

არჩილ თალაკვაძემ კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და პროგრამის პრეისტორიის, ასევე, მისი მნიშვნელობისა და მიღწეული შედეგების შესახებ ისაუბრა.

 

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ინიციატივის განხორციელებასთან დაკავშირებით, თავდაპირველად იყო სკეფსისიც, თუმცა, საქართველომ დაამტკიცა, რომ მას შეუძლებელი ამოცანების განხორციელება შეუძლია. არჩილ თალაკვაძემ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით სარგებლობენ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მცხოვრები თანამოქალაქეებიც, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

 

„6 წლის წინ საქართველოს მთავრობამ, პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით, სამოქალაქო საზოგადოების, მედიკოსებისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით მიიღო გადაწყვეტილება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინიციატივაზე - დაწყებულიყო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა; რის შედეგადაც, C ჰეპატიტისგან განიკურნა 54000 ადამიანი!

 

ეს არის უდიდესი მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის და მეამაყება რომ თქვენთან ერთად, ამ დიდი, შესრულებული სამუშაოს მონაწილე ვარ.

 

ამ პროგრამით მკურნალობას გადიან ჩვენი ძმები და დები ოკუპირებული რეგიონებიდან, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან.

 

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით საქართველო გახდა გლობალური ლიდერი, რომელმაც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში პაციენტებს და ექიმებს ოპტიმიზმი მოუტანა და გააძლიერა მოძრაობა C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის მისაღწევად“,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა დასოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, პრემიერმინისტრის მრჩეველმა დავით სერგეენკომ და განკურნებულმა პაციენტმა, ეზრა ინწკირველმა. პროგრამის 4 წლის შედეგებისა და მიღწევების შესახებ პრეზენტაცია  ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ წარმოადგინა.

 

ყოველწლიურად, 28 ივლისს, ჰეპატიტების მსოფლიო დღის აღსანიშნავად, მსოფლიო საერთო ამოცანის ირგვლივ - ვირუსული ჰეპატიტების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ერთიანდება. C ჰეპატიტთან ბრძოლის მიმართულებით, საქართველო გამორჩეულია, რადგან ის ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ამ დაავადების სამკურნალო უახლესი თაობის მედიკამენტები სრულიად უფასოა. საქართველოში მოქმედი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ანალოგი მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ განხორციელებულა.​

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ შეიცვალა ლარის კურსი სხვადასხვა უცხოური ვალუტის მიმართ?

12 აგვ 2019კვირის გრაფიკი

2019 წლის პირველ შვიდ თვეში ლარი ყველა სავაჭრო პარტნიორის ვალუტასთან გაუფასურდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით. განსაკუთრებით მაღალი იყო გაუფასურება უკრაინულ...

როგორია საპროცენტო განაკვეთები ანაბრებზე საქართველოს ბანკებში?

5 აგვ 2019კვირის გრაფიკი

ხუთი ყველაზე მსხვილი ბანკის მონაცემები აჩვენებს რომ ანაბრების საპროცენტო განაკვეთები ლარში ვადიანობის გათვალისწინებით 7.7%-დან დაახლოებით 10%-ის ფარგლებში, ხოლო დოლარში 1.7%-დან 4%-ის...

ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა საქართველოში და მსოფლიოში

29 ივლ 2019კვირის გრაფიკი

ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა საქართველოში მსგავსი შემოსავლების მქონე ქეყნებთან შედარებით უფრო მაღალია. მსოფლიო ბანკის მონაცემებით საქართველოში მოსახლეობის 60.5%-ს აქვს...

პოპულარული

მსოფლიოს ექვსი ყველაზე დიდი ეკონომიკა

მსოფლიოს ექვსი ყველაზე დიდი ეკონომიკა

22 ივლისი, 2019კვირის გრაფიკი