03:55 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
სოფიო ქაცარავა: Freedom House ვერ ხედავს ვერავითარ საფრთხეს ქვეყანაში
არჩილ თალაკვაძე: C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით საქართველო გახდა გლობალური ლიდერი, რომელმაც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში პაციენტებს და ექიმებს ოპტიმიზმი მოუტანა

სიახლეები

„თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, ჯანსუღ კახიძის „თბილისური ეზო“ გაიმართა

დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით და „არტარეას“ ორგანიზებით, პროექტის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, ქართველი დირიჟორის, კომპოზიტორისა და მომღერლის ჯანსუღ კახიძის საღამო გაიმართა. ამით თბილისური ეზოების ზაფხულის სეზონი დასრულდა.

 

ღონისძიებას დედაქალაქის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩიასთან და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილთან ერთად  დაესწრო.

 

„თბილისური ეზოების სეზონი დამთავრდა ძალიან სასიამოვნო კონცერტით. ჩვენ მომავალ წლამდე დავემშვიდობეთ იმ ადამიანებს, რომლებიც მისამართიდან მისამართზე დაგვყვებიან ხოლმე და ჩვენთან ერთად ეცნობიან თბილისს, არაჩვეულებრივ ისტორიებს. ეს ეზო იყო განსაკუთრებული. იმის გარდა, რომ ჯანსუღ კახიძის ეზო იყო, აქ, კახიძის 10 ნომერში ცხოვრობდა გალაკტიონ ტაბიძე, რომელსაც ამ ეზოზე ლექსიც აქვს დაწერილი“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

მისივე თქმით, „თბილისის ცის ქვეშ“ მომავალ წლის მაისის ბოლოდან  სხვადასხვა მისამართზე ისევ გაგრძელდება.

 

მსმენელის წინაშე ჯანსუღ კახიძის შვილი - დირიჟორი ვახტანგ კახიძე და ამსამბლი „რუსთავი“ წარსდგნენ, რომლებმაც სოლისტ-ინსტრუმენტალისტთა ანსამბლთან ერთად, გამოჩენილი ქართველი მუსიკოსის ჯანსუღ კახიძის მიერ სხვადასხვა წელს დაწერილი სიმღერა შეასრულეს.

 

საღამო მიჰყავდა ვახტანგ კახიძეს, რომელმაც მსმენელს მამის ცხოვრებიდან საინტერესო ისტორიები უამბო.

პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“ თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება და მასზე დასწრება თავისუფალია. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ინფიცირებულთა რაოდენობა მილიონ მოსახლეზე მსოფლიოში

30 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       კორონავირუსის შემთხვევებით ერთ მილიონ მოსახლეზე საქართველო მსოფლიოში ამ ეტაპისთვის 21-ე ადგილზეა. Worldometers-ის მონაცემებით საქართველოში აღნიშნული მაჩვენებელი შეადგენს 33,208-ს, რაც...

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი (ნოემბერი-დეკემბერი)

23 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში კიდევ 2.4-ჯერ გაიზრდება. Worldometer-ის მონაცემებით 22 ნოემბერს...

კორონავირუსი და ვაქცინა

16 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            დღეს მსოფლიოში ოფიციალურად 170-ზე მეტი ვაქცინის კანდიდატის გამოცდა მიმდინარეობს. The Guardian-ის მონაცემებით 170-ზე მეტი ვაქცინიდან ჯერ ჯერობით არცერთი არ არის დამტკიცებული და...