07:36 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
გიორგი ვოლსკი - აბა რომელი ორგანიზაცია გაბედავს და დაინტერესდება მართლა გაუჩეხეს თავი პატიმარს თუ არა!
ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა საქართველოში და მსოფლიოში

სიახლეები

ნინო გოგუაძემ ჩეხეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან, პეტრ მიკისკასთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილენინო გოგუაძე საქართველოში ჩეხეთის ახლად დანიშნულ ელჩსპეტრ მიკისკას შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და ქვეყნის საშინაო და საგარეო საკითხებს შეეხებოდა.

შეხვედრაზე ელჩმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ჩეხეთი საქართველოს განსაკუთრებული მხარდამჭერია ყველა მიმართულებით, როგორც ევროინტეგრაციის, ასევე ნატოში ინტეგრაციის საკითხებში და შესაბამისად ბევრ პროექტს უჭერს მხარს, იმისთვის, რომ ეს პროცესები საქართველოში სწრაფად განხორციელდეს

მხარეებმა ისაუბრეს როგორი შეიძლება იყოს ორი ქვეყნის პარლამენტების მეგობრობის ჯგუფებს შიორის ურთიერთობა და რა მიმართულებით შეიძლება ამ ურთიერთობების გაღრმავება.

შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა განათლების სფეროში ჩეხეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილ პროექტებზე. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, სტუდენტების ინფორმირება საგანმანათლებლო პროგრამების თაობაზე, რომელსაც ჩეხეთი სთავაზობს მათ.

საუბარი შეეხო ასევე რეგიონული განვითარების საკითხებს, რამდენადაც ჩეხეთის რესპუბლიკა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში უკვე ახორციელებს გარკვეულ პროექტებს და ახლა მუშაობენ ახალ პროექტებზე რეგიონული განვითარებისთვის.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც ნინო გოგუაძემ და ჩეხეთის ელჩმა ისაუბრესდეზინფორმაციის გავრცელებისა და პროპაგანდის საკითხებს შეეხებოდა. რამდენადაც ეს გამოწვევა ორივე ქვეყნის წინაშე დგას, ისაუბრეს იმ მეთოდებზე, როგორ შეიძლება ურთიერთთანამშრომლობით ამ პრობლემის მიმართ ეფექტური ბრძოლა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

რამდენად მაღალია ქართველი მამაკაცი?

2 დეკ 2019კვირის გრაფიკი

მამაკაცის საშუალო სიმაღლით საქართველო მსოფლიოს ქვეყნებს შორის 44-ე ადგილზეა. “WorldData”-ს მონაცემების მიხედვით საქართველოში მამაკაცის საშუალო სიმაღლე შეადგენს 175 სმ-ს, რაც აღემატება...

ბევრი მოხუცი, ცოტა ახალგაზრდა - საქართველოს დემოგრაფიული თავსატეხი

25 ნოე 2019კვირის გრაფიკი

საქართველო სერიოზული დემოგრაფიული პრობლემის წინაშეა. ის რომ ბოლო 30 წელიწადში საქართველოს მოსახლეობა საგრძნობლად შემცირდა ყველასთვის ცნობილია. თუმცა, მთავარი პრობლემა მდგომარეობს...

მსოფლიოს 15 უმსხვილესი კომპანია

18 ნოე 2019კვირის გრაფიკი

  უკანასკნელი 18 წლის განმავლობაში მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების რეიტინგებში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. პირველ რიგში აღსანიშნავია, დიგიტალური კომპანიების...