15:12 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ეკა ბესელია IPCNKR-ის ყოველწლიურ გენერალურ კონფერენციაზე სპეციალური მოხსენებით გამოვიდა
თბილისის N4 და N144 ბაგა-ბაღების გამაგრება-რეკონსტრუქციის სამუშაოები გრძელდება

სიახლეები

თბილისის განვითარების ფონდის ინიციატივით, დედაენის ბაღის მიმდებარე არეალის რეაბილიტაციის საკითხზე პროფესიული წრეებთან შეხვედრა გაიმართა

თბილისის განვითარების ფონდის ინიციატივით, დედაენისა და 9 მარტის ბაღების, მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების რეაბილიტაციის პროცესთან დაკავშირებით, პროფესიულ წრეებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მიზანი იყო ინფორმაციის მიწოდება, დენდროლოგიური პროექტთან დაკავშირებით პოზიციების შეჯერება და სამომავლო თანამშრომლობის განვითარება.

ფონდის წარმომადგენლებმა, სპეციალისტებმა და სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა განიხილეს მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს წარმოქმნილი სირთულეები და მათი გადაწყვეტის გზები, პროექტირების ნაწილში დაინტერესებული მხარეების ჩართულობის საკითხი და თანამშრომლობის ფორმა. ასევე, მხატვრების და ძველი ნივთებით მოვაჭრეების საჭიროებებისა და აღრიცხვის საკითხი.

პროექტი მიზნად ისახავს, ქალაქის ისტორიულ ნაწილში დიდი ტურისტული მარშრუტის შექმნას, ძველი და ახლახან რეაბილიტირებული ზონების ერთმანეთთან დაკავშირებას, ტურისტულად მნიშვნელოვანი მიზიდულობის ცენტრის - მშრალი ხიდის და მიმდებარე არეალის ადაპტაციას სტუმრების და ძირითადი მომხმარებლების მოთხოვნებთან.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მოიცავს: მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების რეაბილიტაციას, ასევე, დედაენისა და 9 მარტის ბაღების განახლებას და ადაპტაციას და მათ შორის დამაკავშირებელი საფეხმავლო გვირაბის მოწყობას; მხატვრების გამოფენა-გაყიდვისა და ძველი ნივთებით ვაჭრობის მოწესრიგებას.

სამუშაოები პროექტახალი ტფილისისმსხვილი არეალების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რომლის საერთო ღირებულება 9 მილიონ 679 520 ათას ლარს შეადგენს.

თბილისის განვითარების ფონდის დირექტორთან შეხვედრას ესწრებოდნენ სამუშაოების შემსრულებელი მხარეები, პროექტის ავტორი, საკრებულოს წევრები, არქიტექტორები, „ტფილისის ჰამქარისდაპარტიზანული მებაღეობისწარმომადგენლები, დენდროლოგები და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს წევრები.         

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ შეიცვალა ლარის კურსი სხვადასხვა უცხოური ვალუტის მიმართ?

12 აგვ 2019კვირის გრაფიკი

2019 წლის პირველ შვიდ თვეში ლარი ყველა სავაჭრო პარტნიორის ვალუტასთან გაუფასურდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით. განსაკუთრებით მაღალი იყო გაუფასურება უკრაინულ...

როგორია საპროცენტო განაკვეთები ანაბრებზე საქართველოს ბანკებში?

5 აგვ 2019კვირის გრაფიკი

ხუთი ყველაზე მსხვილი ბანკის მონაცემები აჩვენებს რომ ანაბრების საპროცენტო განაკვეთები ლარში ვადიანობის გათვალისწინებით 7.7%-დან დაახლოებით 10%-ის ფარგლებში, ხოლო დოლარში 1.7%-დან 4%-ის...

ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა საქართველოში და მსოფლიოში

29 ივლ 2019კვირის გრაფიკი

ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა საქართველოში მსგავსი შემოსავლების მქონე ქეყნებთან შედარებით უფრო მაღალია. მსოფლიო ბანკის მონაცემებით საქართველოში მოსახლეობის 60.5%-ს აქვს...

პოპულარული

მსოფლიოს ექვსი ყველაზე დიდი ეკონომიკა

მსოფლიოს ექვსი ყველაზე დიდი ეკონომიკა

22 ივლისი, 2019კვირის გრაფიკი