07:22 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
პირველ აგვისტოს მეტროპოლიტენი მგზავრებს 00:00 საათამდე მომსახურება
ტაქსებისთვის განკუთვნილი ვაუჩერების გაცემა 10 აგვისტოს დასრულდება

სიახლეები

მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა დაიწყო

თბილისის მერიამ მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა დაიწყო. 112-ის ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან ჩამოსასვლელი გზა სუპერმარკეტ „აგროჰაბსა“ და ყოფილ „მათე მოტორსს“ შორის გაივლის და მარშალ გელოვანს დაუკავშირდება. მიმდინარე სამუშაოები თბილისის მერმა დღეს ადგილზე დაათვალიერა.

მისი თქმით, პროექტის ღირებულება 15 მილიონ ლარს შეადგენს და 7 თვის ვადაში დასრულდება.

„ახალი გზა მოძრაობას განტვირთავს. ბევრი ადამიანი სარგებლობს მაჭავარიანის ქუჩით, რომელიც საკმარისი არ არის. კონკრეტულად „აგროჰაბსა“ და  „ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან იქნება ჩასასვლელი, სადაც შეუერთდება მარშალ გელოვანის გზას.

ახალი გზა იქნება 4-ზოლიანი: ორი ზოლი ერთი მიმართულებით, ორი ზოლი - საპირისპირო მიმართულებით.  გარდა ამისა, დარჩება გვერდითი ზოლი იმისთვის, რომ თუ ავტომობილი გაჩერდა ან შეფერხდა, გადაადგილება თავისუფლად იყოს შესაძლებელი. ეს იქნება ბეტონის გზა თავისი განათებებით, წყალამრიდებით და  ყველანაირად მოწესრიგებული“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

თბილისის მერთან ერთად ადგილზე თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, ასევე, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები ავთანდილ ცინცაძე და დავით უთმელიძე. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორია ინტერნეტის სიჩქარეები მსოფლიოს ქვეყნებსა და საქართველოში

14 ივნ 2021კვირის გრაფიკი

       საქართველო ოპტიკური ინტერნეტის სისწრაფით მნიშვნელოვნად ჩამორჩება მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს, მათ შორის საქართველოზე ნაკლები შემოსავლების მქონე ბევრ ქვეყანას. ოპტიკური...

ლარის კურსი ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტებთან მიმართებაში

7 ივნ 2021კვირის გრაფიკი

უკანასკნელ კვირეების განმავლობაში ლარი ყველა სავაჭრო პარტნიორის ძირითად ვალუტასთან გამყარდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2021 წლის 7 მარტიდან 7 ივნისამდე პერიოდში...

როგორია ინფრასტრუქტურის ხარისხი მსოფლიოს ქვეყნებსა და საქართველოში

31 მაი 2021კვირის გრაფიკი

       საქართველოს ინფრასტრუქტურის ხარისხი მიახლოებით შეესაბამება მსგავსი განვითარების მქონე ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს. საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო...

პოპულარული

რატომ გაუფასურდა ბიტკოინი?

რატომ გაუფასურდა ბიტკოინი?

24 მაისი, 2021კვირის გრაფიკი

თავდაცვის დაფინანსება მსოფლიოში

თავდაცვის დაფინანსება მსოფლიოში

17 მაისი, 2021კვირის გრაფიკი