02:40 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
გიორგი ვოლსკი და ბექა ოდიშარია სიღნაღის ,,ბროწლიანის სათნოების სახლს’’ ესტუმრნენ
დედაქალაქის მერმა კახეთის გზატკეცილის სათადარიგო ზოლების უხარისხოდ შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო კონტრაქტორი კომპანიები გააკრიტიკა

სიახლეები

 10 აგვისტოდან მოქალაქეები ვაჭრობას სპეციალურად მოწყობილ ადგილებში შეძლებენ

10 აგვისტოდან, თბილისის ათივე რაიონში სპეციალურად გამოყოფილ ადგილებზე, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ საკუთარი პროდუქცია ყოველგვარი გადასახადების გარეშე გაყიდონ. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი.

 

დედაქალაქის მერის თქმით, კომფორტულად მოწყობილ დახლებზე ვაჭრობის უფლება მოქალაქეებს რეგისტრაციის შემდეგ მიეცემათ.

 

„ქუჩაში ვაჭრობა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ადამიანები, რომლებსაც ძალიან უჭირთ და მძიმე მდგომარეობაში არიან, გამოდიან და მეტროსთან ან სხვა ხალხმრავალ ადგილზე ცდილობენ თავიანთი პროდუქტის გაყიდვას. მე, რა თქმა უნდა, მესმის და შევდივარ მათ მდგომარეობაში - ადამიანს რომ ულხინდეს და ბედნიერი იყოს, ქუჩაში არ დადგებოდა პროდუქტის გასაყიდად, თუმცა არის მეორე მხარეც, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ: ჩვენ მაქსიმალურად დაცულები უნდა ვიყოთ, რადგან ეს სერიოზულ პრობლემას და დისკომფორტს წარმოადგენს.

 

მე გამგებლებს დავავალე, თავიანთ რაიონებში განესაზღვრათ ადგილები, სადაც სწორედ ამ ადამიანებს მივცემდით შესაძლებლობას, გაეყიდათ პროდუქტები. ასეთი ადგილები უკვე გამოყოფილია, დამზადებულია დახლები. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს მოადგილეს ირაკლი ბენდელიანს, რომლის ხელმძღვანელობით  მოხდა ამ პროექტის დასრულება. შესაბამისად, იმ ადამიანებს, რომელსაც ყველაზე მეტად უჭირს, 10 აგვისტოდან ექნებათ შესაძლებლობა, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, ამ ადგილებზე გაყიდონ  თავიანთი პროდუქტი. გამოვყოთ კვირაში 2-3 დღე, როდესაც მოქალაქეებს ექნებათ აქ ვაჭრობის საშუალება, ყოველგვარი გადასახადის გარეშე და არა ქუჩაში, სადაც ხან მუნიციპალური ინსპექცია აჯარიმებს, ხან საპატრულო. ეს დისკომფორტი რომ ავიცილოთ თავიდან, სწორედ ამისთვის გამოყოფილია კონკრეტული სივრცეები, მოწესრიგებული, გალამაზებული დახლებით. ვფიქრობ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ხელშეწყობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

ამასთან, მერმა რაიონების გამგებლებს დაავალა, მაქსიმალური კომუნიკაცია ჰქონდეთ მოსახლეობასთან, აღნიშნული სიახლესთან დაკავშირებით მათი ინფორმირების მიზნით, რათა მოქალაქეებმა იცოდნენ, როგორ დარეგისტრირდნენ. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

რა ღირს დღეს ბიტკოინი?

7 ოქტ 2019კვირის გრაფიკი

            ბიტკოინის დღევანდელი ფასი მისი პიკური ღირებულების მხოლოდ 40%-ს შეადგენს. CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით 2019 წლის 6 ოქტომბერს ბიტკოინის ღირებულება $8031-ს შეადგენს, რაც მისი პიკური...

რატომ არ სარგებლობენ ქართველები საბანკო მომსახურებით?

30 სექ 2019კვირის გრაფიკი

მიუხედავად იმისა რომ საქართველოში საბანკო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე განვითარებულია, მისი მომსახურეობით შედარებით ცოტა ადამიანი სარგებლობს. საქართველოში საბანკო ანგარიშის მქონე...

საქართველოში რამდენი ადამიანი სარგებლობს სატელეფონო სერვისებით?

23 სექ 2019კვირის გრაფიკი

მობილური კავშირის მომხმარებელთა რაოდენობით საქართველო ევროპაში მოწინავე ადგილს იკავებს. საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის მონაცემების მიხედვით საქართველოში 100 ადამიანზე 146...

პოპულარული

რა ღირს დღეს ბიტკოინი?

რა ღირს დღეს ბიტკოინი?

7 ოქტომბერი, 2019კვირის გრაფიკი