02:15 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ბერთუბანში გრუნტის დამჭერი კედელი ეწყობა
გიორგი ვოლსკი და ბექა ოდიშარია სიღნაღის ,,ბროწლიანის სათნოების სახლს’’ ესტუმრნენ

სიახლეები

მარიამ ჯაშმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს ბაკალავრიატის საფეხურის დასრულება მიულოცა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2019 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიებაზე განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა: „თქვენ ხართ საქართველოს პირველი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები. განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა, როდესაც ხარ ისტორიული მნიშვნელობის მქონე უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. დღეს თქვენ იწყებთ მნიშვნელოვან პროფესიულ გზას. მინდა დაგიტოვოთ რეზო თაბუკაშვილის სიტყვები: პატრიოტობა არ არის პროფესია, პროფესიონალიზმი არის პატრიოტიზმი. ეს არის ის სიტყვები, რომელიც უნდა გაგყვეთ მთელი ცხოვრება. იმედი მაქვს, თქვენი პროფესიონალიზმით ბევრს შესძენთ ჩვენს ქვეყანას“.

 

მარიამ ჯაშმა მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს მომავალი თაობების განათლებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის.

 

კომიტეტის თავმჯდომარემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიღწევებსა და გამოწვევებზეც გაამახვილა ყურადღება:

„აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტთა შორისაა, თუმცა ჩვენი მიზანია, საუკეთესო ასეულისკენ გაგრძელდეს გზა იმ რეფორმების განხორციელებითა და ახალი სტანდარტების დანერგვით, რომელიც ევროპასთან გვაახლოებს“.

 

წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხური 3000-მდე სტუდენტმა დაამთავრა, ღონისძიება სპორტის სასახლეში გაიმართა, რომელსაც ბაკალავრიატის კურსდამთავრებულებთან ერთად უნივერსიტეტის პროფესორები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

რა ღირს დღეს ბიტკოინი?

7 ოქტ 2019კვირის გრაფიკი

            ბიტკოინის დღევანდელი ფასი მისი პიკური ღირებულების მხოლოდ 40%-ს შეადგენს. CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით 2019 წლის 6 ოქტომბერს ბიტკოინის ღირებულება $8031-ს შეადგენს, რაც მისი პიკური...

რატომ არ სარგებლობენ ქართველები საბანკო მომსახურებით?

30 სექ 2019კვირის გრაფიკი

მიუხედავად იმისა რომ საქართველოში საბანკო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე განვითარებულია, მისი მომსახურეობით შედარებით ცოტა ადამიანი სარგებლობს. საქართველოში საბანკო ანგარიშის მქონე...

საქართველოში რამდენი ადამიანი სარგებლობს სატელეფონო სერვისებით?

23 სექ 2019კვირის გრაფიკი

მობილური კავშირის მომხმარებელთა რაოდენობით საქართველო ევროპაში მოწინავე ადგილს იკავებს. საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის მონაცემების მიხედვით საქართველოში 100 ადამიანზე 146...

პოპულარული

რა ღირს დღეს ბიტკოინი?

რა ღირს დღეს ბიტკოინი?

7 ოქტომბერი, 2019კვირის გრაფიკი