სიახლეები
გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, გზის საფარის კაპიტალურ რეაბილიტაციას რამდენიმე მისამართზე ახორციელებს. ამ ეტაპზე, მუხიანში, ბობოხიძისა და ამავე ქუჩის I გასასვლელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
აღნიშნულ ტერიტორიაზე ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა, რის გამოც, მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა. სამუშაოების ფარგლებში, ასფალტის საფარი დაახლოებით, 2 587 კვ.მ ფართობზე დაიგება. ასევე, მოეწყობა ბორდიური.
პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივები გრუნტის გზის ნაცვლად, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ.
საგზაო სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე გაეცნო.
„გლდანის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ბობოხიძის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება, სადაც გზის საფარი კაპიტალურად მოწესრიგდება. მსგავსი ტიპის სამუშაოებს პარალელურად, ტიხონოვისა და მარჯანიშვილის ქუჩებზე, ჯანჯღავას I შესახვევსა და მუხიანი 2-ში, ჟვანიას ქუჩაზე ვახორციელებთ“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.
სამუშაოებისთვის, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული შპს „L & L“ ახორციელებს, გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 124 165 ლარია გათვალისწინებული.
მსგავსი სიახლეები

5 დეკ 2019ინფრასტრუქტურა
დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ფარნავაზ მეფის ქუჩაზე არსებული შუა გამყოფი ზოლი გაამწვანა
4 დეკ 2019ინფრასტრუქტურა
მთაწმინდის პანთეონთან მისასვლელი გზის ნაწილის რეაბილიტაცია დასრულდა

4 დეკ 2019ინფრასტრუქტურა
დედაქალაქის საზოგადოებრივ ტრანსპორტს 54 ავტობუსი შეემატა
კვირის გრაფიკი
რამდენად მაღალია ქართველი მამაკაცი?
2 დეკ 2019კვირის გრაფიკი
მამაკაცის საშუალო სიმაღლით საქართველო მსოფლიოს ქვეყნებს შორის 44-ე ადგილზეა. “WorldData”-ს მონაცემების მიხედვით საქართველოში მამაკაცის საშუალო სიმაღლე შეადგენს 175 სმ-ს, რაც აღემატება...
ბევრი მოხუცი, ცოტა ახალგაზრდა - საქართველოს დემოგრაფიული თავსატეხი
25 ნოე 2019კვირის გრაფიკი
საქართველო სერიოზული დემოგრაფიული პრობლემის წინაშეა. ის რომ ბოლო 30 წელიწადში საქართველოს მოსახლეობა საგრძნობლად შემცირდა ყველასთვის ცნობილია. თუმცა, მთავარი პრობლემა მდგომარეობს...
მსოფლიოს 15 უმსხვილესი კომპანია
18 ნოე 2019კვირის გრაფიკი
უკანასკნელი 18 წლის განმავლობაში მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების რეიტინგებში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. პირველ რიგში აღსანიშნავია, დიგიტალური კომპანიების...
პოპულარული

ბანკომატების რაოდენობა - საერთაშორისო შედარება
11 ნოემბერი, 2019კვირის გრაფიკი

მსოფლიოს 15 უმსხვილესი კომპანია
18 ნოემბერი, 2019კვირის გრაფიკი

გიორგი ჩოგოვაძე: ,, Ryanair-ის შემოსვლით ქართულ ავიაციასა და ტურიზმში ახალი ერა იწყება“
8 ნოემბერი, 2019ტრანსპორტი

ბევრი მოხუცი, ცოტა ახალგაზრდა - საქართველოს დემოგრაფიული თავსატეხი
25 ნოემბერი, 2019კვირის გრაფიკი

რამდენად მაღალია ქართველი მამაკაცი?
2 დეკემბერი, 2019კვირის გრაფიკი
