20:18 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
არჩილ თალაკვაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა
არჩილ თალაკვაძემ ნიდერლანდების სამეფოს ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

სიახლეები

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის სამშენებლო სამუშოები UN STUDIO-ს წარმომადგენლებმა დაათვალიერეს

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობის პროცესი ჰოლანდიური არქიტექტურული კომპანია UN STUDIO-ს წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. ახალი ტერმინალის დიზაინი, ისევე როგორც ძველი ტერმინალის, კომპანია UNSTUDIO-ს ეკუთვნის. აეროპორტის განვითარების ანალიზი IATA ქონსალთინგის მიერ იქნა მომზადებული, რომელმაც ყველა ის ძირითადი სტანდარტი განსაზღვრა, რასაც აეროპორტი უნდა აკმაყოფილებდეს.

ამ ეტაპზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის ფასადის მოპირკეთებისა და სახურავის ჰიდროიზოლაციის სამუშაოები სრულდება, რის შემდგომაც დაიწყება მწვანე გადახურივის მოწყობა, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს საინჟინრო კომუნიკაციების მონტაჟი.

ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობის დასრულების შემდეგ აეროპორტს 7 გასასვლელი (ე.წ. Gate) ექნება და საათში 1200 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს. რაც აეროპორტის გამტარუნარიანობას ოთხჯერ გაზრდის.

მშენებლობის დასრულების შემდეგ დაიწყება არსებული და ახალი ტერმინალის შენობების შეერთების ფაზა. რის შემდეგაც ორივე ტერმინალი გაერთიანდება და იქნება საერთო ტერმინალი, მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით და ყველა იმ აღჭურვილობით, რომელიც აეროპორტის ოპერირებისთვის არის მნიშვნელოვანი.

                                                                                     

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კორონავირუსის რეკორდული რაოდენობა მსოფლიოში

29 ივნ 2020კვირის გრაფიკი

  კორონავირუსით დაავადების შემთხვევების რაოდენობამ ათ მილიონს გადააჭარბა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცმებით 28 ივნისის ჩათვლით მსოფლიოში დაფიქსირებულია კორონავირუსის 10,111,259...

კორონავირუსი და მშპ-ს რეალური ზრდა

22 ივნ 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოშირეალური მშპ  პირველ კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.7%-ით შემცირდა. აღნიშნული კლება აღემატება ევროპის საშუალო კლებას (-2.2%). რეალური მშპ-ს...

კორონავირუსის ზეგავლენა საქართველოს ბიუჯეტზე

15 ივნ 2020კვირის გრაფიკი

      2020 წლის აპრილის თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები შემცირდა 13%-ით. საგადასახადო შემოსავლების კლება ნაწილობრივ...

პოპულარული

კორონავირუსი და მშპ-ს რეალური ზრდა

კორონავირუსი და მშპ-ს რეალური ზრდა

22 ივნისი, 2020კვირის გრაფიკი