17:28 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
კრაკოვი- ახალი მიმართულება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან
არჩილ თალაკვაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა

სიახლეები

პარლამენტის საფეხბურთო გუნდმა ყვარელის მუნიციპალიტეტის გუნდთან ამხანაგური მატჩი გამართა

ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, პარლამენტის საფეხბურთო გუნდი ყვარელის მუნიციპალიტეტს ესტუმრა და ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ამხანაგური საფეხბურთო მატჩი გამართა. აღსანიშნავია, რომ  სპორტული ღონისძიების გამართვა ილიაობის დღესასწაულს დაემთხვა, რომელიც 2 აგვისტოს ყვარელში განსაკუთრებით აღინიშნება.

 

ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის, სპორტის პოპულარიზაცია. ფეხბურთი საქართველოში გამორჩეული სპორტის სახეობაა და მოხარული ვარ რომ საშუალება გვეძლევა დღეს შევხვდეთ ადგილობრივებს. იმედი მაქვს გაგრძელდება ეს სპორტული ტრადიცია და ჩვენ პატარა წვლილს შევიტანთ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში“, - აღნიშნა პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ.

 

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრებას ალტერნატივა არ აქვს და აღნიშნული საფეხბურთო შეხვედრა სწორედ ამ თემის პოპულარიზაციას ეხება. „მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, პარლამენტის წევრებს, ერთგვარი ტრადიცია გვაქვს, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას შეეხება და ამ მიზნით ხშირად ჩავდივართ რეგიონებში. დღევანდელი ჩვენი ყვარელში სტუმრობაც ამ მიზანს ემსახურება, რათა ადგილობრივ მოსახლეობას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ალტერნატივა არ აქვს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა

.

პარლამენტის საფეხბურთო გუნდსა და ყვარელის მუნიციპალიტეტის გუნდს შორის გამართული საფეხბურთო მატჩი, ფრედ - 3:3 დასრულდა. მსგავსი სპორტული აქტივობების გამართვას პარლამენტის საფეხბურთო გუნდი, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გეგმავს.

 

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

19 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

              საქართველოს მსოფლიო დიდ ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი და მაღალი ეკონომიკური ვარდნა აქვს. არსებული მონაცემებით...

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეორე ადგილზეა. Credit Suisse-ის მონაცემთა ბაზის მიხედვით საქართველოში სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს $12,609, რაც 12-ჯერ...

ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების და ხარჯების დინამიკა

5 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            2020 წლის მარტის შემდგომ ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა საგრძნობი კლება განიცადა. თუ წლის პირველ სამ თვეში საგადასახადო შემოსავლების წლიური ზრდის ტემპი...

პოპულარული

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტომბერი, 2020კვირის გრაფიკი