15:56 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
არჩილ თალაკვაძე: „პარტიების დაფინანსების სისტემა უფრო სამართლიანი და ობიექტური მოდელით შეიცვლება“
როგორია საპროცენტო განაკვეთები ანაბრებზე საქართველოს ბანკებში?

სიახლეები

მამუკა მდინარაძე: უდავოდ პოზიტიურმა საკონსტიტუციო რეფორმამ საშუალება მოგვცა შევასრულოთ ეუთოს პრაქტიკულად ყველა რეკომენდაცია და გვქონდეს თვისობრივად ახალი საარჩევნო სისტემა

დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციასთან კონსულტაციები დასკვნით ეტაპზე გადადის და პარლამენტის თავმჯდომარემ საზოგადოებას წარუდგინა ის მთავარი თემები, რასთან დაკავშირებითაც შესაძლებელია ცვლილებები შევიდეს შესაბამის კანონმდებლობაში.

 

2020 წელს არჩევნები ჩატარდება პროპორციული წესით და ნულოვანი ბარიერით, მთლიანად იცვლება დაფინანსების სისტემა, იცვლება საეთერო დროის განაწილება, რომელიც უნდა იყოს მეტად სამართლიანი. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ოპოზიციას გარანტირებულად ეყოლება კომისიის მეტი წევრი, ვიდრე ხელისუფლებას, კამპანიის დაფინანსების ზედამხედველობა და კონტროლი გახდება გაცილებით ეფექტიანი, ასევე, მხოლოდ 5000 ხელმოწერა იქნება საჭირო იმისათვის, რომ პარტიამ მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, მარტივდება საარჩევნო დავებთან დაკავშირებული პროცედურებიც.

 

ამ რეფორმით ჩვენ ვქმნით პოზიტიურ დღის წესრიგს, რომელიც საბოლოო ჯამში, როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში კიდევ უფრო გააუმჯობესებს დემოკრატიის ხარისხს, რაც თავის მხრივ  ქვეყნის და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე აისახება.

 

საქართველოს პარლამენტი უზრუნველყოფს, რომ ეს ცვლილებები დადგენილი პროცედურების შესაბამისად უმოკლეს ვადაში აისახოს საქართველოს კანონმდებლობაში.

 

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ შეიცვალა ლარის კურსი სხვადასხვა უცხოური ვალუტის მიმართ?

12 აგვ 2019კვირის გრაფიკი

2019 წლის პირველ შვიდ თვეში ლარი ყველა სავაჭრო პარტნიორის ვალუტასთან გაუფასურდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით. განსაკუთრებით მაღალი იყო გაუფასურება უკრაინულ...

როგორია საპროცენტო განაკვეთები ანაბრებზე საქართველოს ბანკებში?

5 აგვ 2019კვირის გრაფიკი

ხუთი ყველაზე მსხვილი ბანკის მონაცემები აჩვენებს რომ ანაბრების საპროცენტო განაკვეთები ლარში ვადიანობის გათვალისწინებით 7.7%-დან დაახლოებით 10%-ის ფარგლებში, ხოლო დოლარში 1.7%-დან 4%-ის...

ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა საქართველოში და მსოფლიოში

29 ივლ 2019კვირის გრაფიკი

ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა საქართველოში მსგავსი შემოსავლების მქონე ქეყნებთან შედარებით უფრო მაღალია. მსოფლიო ბანკის მონაცემებით საქართველოში მოსახლეობის 60.5%-ს აქვს...

პოპულარული

მსოფლიოს ექვსი ყველაზე დიდი ეკონომიკა

მსოფლიოს ექვსი ყველაზე დიდი ეკონომიკა

22 ივლისი, 2019კვირის გრაფიკი