07:37 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ტაქსის მომსახურების გადახდა QR კოდითაც იქნება შესაძლებელი
არჩილ თალაკვაძე: ჩვენ პარლამენტში გავაგრძელებთ პოლიტიკურ დისკუსიას და დებატებს

სიახლეები

ვაშლიჯვრის ესტაკადაზე ლიფტები და კიბის უჯრედები მოეწყო

ვაშლიჯვრის ახალ ესტაკადაზე დღეიდან შშმ პირები და ქვეითები სპეციალური ლიფტით და კიბეებით შეძლებენ გადაადგილებას. აღნიშნული სიახლე მოსახლეობას დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ვიდეომიმართვაში  გააცნო.  

 

როგორც კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, მარშალ გელოვანის გამზირისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი ახალი ესტაკადის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, გელოვანის გამზირზე მოძრაობა განიტვირთა. შედეგად მძღოლებს საცობებში დგომა აღარ უწევთ. დღეიდან კი ესტაკადაზე ფეხით მოსიარულეთა გადაადგილების  პრობლემაც მოიხსნა.

 

თბილისის მერმა ვიდეომიმართვაში რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, ესტაკადის მიმდებარედ სკვერის მოწყობასა და შუქნიშნის გაუქმებაზე.

 

„აქ არის კონკრეტული სივრცე, რომელიც პროექტის განხორციელების დროს გამოყენებული იყო როგორც სამშენებლო მოედანი. ადგილობრივმა მოსახლეობამ გვთხოვა, შეგვექმნა დასასვენებელი ადგილი და ამას გავაკეთებთ. სამშენებლო სამუშაოები ამ ტერიტორიაზე დასრულებულია. ამდენად, სკვერის მოწყობას უახლოეს პერიოდში დავიწყებთ. გარდა ამისა, გვაქვს რამდენიმე სიახლე: გელოვანის გამზირზე არსებული შუქნიშანი დროებით მოქმედი დავტოვეთ, რათა ფეხით მოსიარულეებს გამზირის მეორე მხარეს გადასვლა შეძლებოდათ. ამასთან, პოლიციის სამმართველოსთან ამომავალი ავტომანქანები  მარშალ გელოვანის გამზირზე გადაადგილებას ვეღარ შეძლებდნენ. პროექტის ფარგლებში, ფეხით მოსიარულეებისთვის ესტაკადაზე ასასვლელი კიბეები მოეწყო. შესაბამისად, აღნიშნული შუქნიშანი გაუქმდება და ავტომანქანები მარშალ გელოვანის გამზირზე შეფერხების გარეშე გადაადგილდებიან. კიბის უჯრედების მოწყობის გარდა, შშმ პირებისთვის სპეციალური ლიფტებიც დავაყენეთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

 

ადგილზე ასევე იმყოფებოდა თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი მამუკა მუმლაძე, რომელმაც დამატებით განმარტა მარშალ გელოვანის გამზირზე შუქნიშნის გაუქმების საკითხი. მისი განცხადებით, პოლიციის სამმართველოსთან ამომავალი გზა გაფართოვდება და აჩქარების ზოლი მოეწყობა, რის შემდეგაც აღნიშნული შუქნიშანი გაუქმდება.

 

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

რამდენად მაღალია ქართველი მამაკაცი?

2 დეკ 2019კვირის გრაფიკი

მამაკაცის საშუალო სიმაღლით საქართველო მსოფლიოს ქვეყნებს შორის 44-ე ადგილზეა. “WorldData”-ს მონაცემების მიხედვით საქართველოში მამაკაცის საშუალო სიმაღლე შეადგენს 175 სმ-ს, რაც აღემატება...

ბევრი მოხუცი, ცოტა ახალგაზრდა - საქართველოს დემოგრაფიული თავსატეხი

25 ნოე 2019კვირის გრაფიკი

საქართველო სერიოზული დემოგრაფიული პრობლემის წინაშეა. ის რომ ბოლო 30 წელიწადში საქართველოს მოსახლეობა საგრძნობლად შემცირდა ყველასთვის ცნობილია. თუმცა, მთავარი პრობლემა მდგომარეობს...

მსოფლიოს 15 უმსხვილესი კომპანია

18 ნოე 2019კვირის გრაფიკი

  უკანასკნელი 18 წლის განმავლობაში მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების რეიტინგებში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. პირველ რიგში აღსანიშნავია, დიგიტალური კომპანიების...