09:53 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
უსაფრთხოების ნორმების დარღვევა პროვაიდერებისა და კონტრაქტორი კომპანიების დაჯარიმებას გამოიწვევს
ვაშლიჯვრის ესტაკადაზე ლიფტები და კიბის უჯრედები მოეწყო

სიახლეები

ტაქსის მომსახურების გადახდა QR კოდითაც იქნება შესაძლებელი

ტაქსის მომსახურების გადახდა მობილური ტელეფონის საშუალებით - QR კოდითაც იქნება შესაძლებელი, რომელიც A კატეგორიის ტაქსის ნებართვის მფლობელებს საქართველოს ბანკისგან უფასოდ გადაეცემა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 

როგორც მან აღნიშნა, რეფორმის ფარგლებში, ტაქსის მძღოლებისგან დაკომპლექტებულ საინიციატივო ჯგუფთან არაერთი შეხვედრა შედგა, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს.  

 

„ტაქსით მგზავრობის საფასურის გადახდა QR კოდით ხდება შესაძლებელი. ეს არის საქართველოს ბანკის საკმაოდ საინტერესო პროექტი, რომელმაც მოწონება დაიმსახურა. ტაქსით მგზავრობის დროს, ხურდის არარსებობა გარკვეულ დისკომფორტს იწვევს. აღნიშნული კოდი კი, რომელიც A კატეგორიის ტაქსის ნებართვის მქონე მძღოლებს გადაეცემა, პირდაპირ მიბმული იქნება მძღოლის საბანკო ანგარიშთან და გადახდილი თანხა მას ჩაერიცხება. ამ გზით, მძღოლი ერთგვარ საბანკო ისტორიასაც შეიქმნის, რადგან ხშირია შემთხვევა, რომ ტაქსის მძღოლებს არ აქვთ საბანკო ანგარიშები, ისტორია და ეს მათთვის გარკვეულ დისკომფორტს წარმოადგენს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

მისივე განმარტებით, QR კოდი საქართველოს ბანკის აპლიკაციის მეშვეობით მარტივად ფუნქციონირებს, რომლის გადმოწერაც სმარტფონებშია შესაძლებელი.

 

„ღილაკზე ერთი დაჭერით ირთვება კამერა, რომელიც QR კოდს აფიქსირებს. თავადვე მიუთითებ მგზავრობის თანხას, რომელიც საბანკო ანგარიშიდან ჩამოგეჭრება და პირდაპირ ტაქსის მძღოლის საბანკო ანგარიშზე აისახება. რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, კოდი A კატეგორიის ტაქსის ნებართვის მქონე მძღოლებს უფასოდ გადაეცემა. მინდა, საქართველოს ბანკს ამ სიახლისთვის და თანამშრომლებისთვის მადლობა გადავუხადო. დარწმუნებული ვარ, პროცესში სხვა ბანკებიც ჩაერთვებიან და როგორც ტაქსის მძღოლებს, ასევე, ამ სერვისის მომხმარებლებს  გარკვეულ პროდუქტებს 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი

28 სექ 2020კვირის გრაფიკი

            არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში 6-ჯერ გაიზრდება. ჩვენი პროგნოზის მიხედვით 27 ოქტომბერს საქართველოში...

ინტერნეტის ღირებულება ევროპაში

21 სექ 2020კვირის გრაფიკი

       1GB მობილური ინტერნეტის ღირებულებით საქართველო ევროპაში ბოლოდან მერვე ადგილზეა. Cable.co.uk-ის მონაცემებით საქართველოში 1GB მობილური ინტერნეტის საშუალო ღირებულება შეადგენს $0.93, რაც...

განათლება ხარისხი ევროპაში

14 სექ 2020კვირის გრაფიკი

            განათლების საერთო ხარისხით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეოთხე ადგილზე იმყოფება. OWID-ის მონაცემებით საქართველოში განათლების ხარისხის ინდექსი 459.7-ს შეადგენს, რაც 10.5%-ით...