15:23 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
სოფო კილაძე ნაძალადევის რაიონის მოსახლეობას შეხვდა
10 აგვისტოს ტაქსებზე ფირის გადაკვრისა და ქიმწმენდის ვაუჩერების გაცემის ვადა იწურება

სიახლეები

თბილისის მერია ცოტნე დადიანის ქუჩისა და თამარ მეფის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის საკითხს განიხილავს

თბილისის მერია ცოტნე დადიანის ქუჩისა და თამარ მეფის გამზირის  დამაკავშირებელი დამატებითი ერთდონიანი გზის მშენებლობის საკითხს განიხილავს.

 

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, შესაბამისი კვლევები აჩვენებს, რამდენად შესაძლებელი იქნება აღნიშნული პროექტის განხორციელება.

 

ჩვენ განვიხილავთ ცოტნე დადიანის ქუჩისა და თამარ მეფის გამზირის ერთმანეთთან დაკავშირების საკითხს. იცით, რომ ფრანგული კომპანია „სისტრა“ გვეთანამშრომლება, რათა დედაქალაქში მოწესრიგებული იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მარშრუტების მიმართულება. მათ მოგცეს პროექტის სახით დასამუშავებლად, რამდენად შესაძლებელი იქნება მისი განხორციელება. მინდა, დავავალო ჩემს მოადგილე ირაკლი ბენდელიანს, დაიწყეთ მუშაობა, თუ არის შესაძლებელი ამ პროექტის განხორციელება, რომ დადიანის ქუჩა დავაკავშიროთ თამარ მეფის გამზირთან. შესაბამისად, სატრანსპორტო ნაკადები გადმოვა თამარ მეფის ხიდზე. ამჟამად, ცოტნე დადიანის ქუჩიდან თამარ მეფის გამზირის მიმართულებით პირდაპირი სატრანსპორტო კავშირი არ არსებობს და ვფიქრობთ, ამ გზის მშენებლობა ძალიან მნიშვნელობა იქნება. ალბათ ერთდონიანი პანდუსის პროექტი უნდა განხორციელდეს. ვნახოთ, თუ კვლევები მოგვცემს ამის შესაძლებლობას“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ შეიცვალა ლარის კურსი სხვადასხვა უცხოური ვალუტის მიმართ?

12 აგვ 2019კვირის გრაფიკი

2019 წლის პირველ შვიდ თვეში ლარი ყველა სავაჭრო პარტნიორის ვალუტასთან გაუფასურდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით. განსაკუთრებით მაღალი იყო გაუფასურება უკრაინულ...

როგორია საპროცენტო განაკვეთები ანაბრებზე საქართველოს ბანკებში?

5 აგვ 2019კვირის გრაფიკი

ხუთი ყველაზე მსხვილი ბანკის მონაცემები აჩვენებს რომ ანაბრების საპროცენტო განაკვეთები ლარში ვადიანობის გათვალისწინებით 7.7%-დან დაახლოებით 10%-ის ფარგლებში, ხოლო დოლარში 1.7%-დან 4%-ის...

ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა საქართველოში და მსოფლიოში

29 ივლ 2019კვირის გრაფიკი

ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა საქართველოში მსგავსი შემოსავლების მქონე ქეყნებთან შედარებით უფრო მაღალია. მსოფლიო ბანკის მონაცემებით საქართველოში მოსახლეობის 60.5%-ს აქვს...

პოპულარული

მსოფლიოს ექვსი ყველაზე დიდი ეკონომიკა

მსოფლიოს ექვსი ყველაზე დიდი ეკონომიკა

22 ივლისი, 2019კვირის გრაფიკი