14:45 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
გიორგი ვოლსკი: სცენარის ნაწილი იყო ის, თუ რატომ დაუჭირეს მხარი რეზოლუციას, რომელშიც არაფერი საჩვენო არ იყო
გიორგი ვოლსკი: რუსეთის სტრატეგიულ გეგმას, ხელი შეუწყო იმ სტრატეგიამ, რაც სააკაშვილს ჰქონდა

სიახლეები

გიგი წერეთელი ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა

ფრაქცია „ევროპული საქართველო -მოძრაობა თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარემ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, გიგი წერეთელმა ნიდერლანდების სამეფოს ელჩთან, იოს დაუმასთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

 

პარლამენტის წევრმა ჰოლანდიელ დიპლომატს საქართველოში მისი საქმიანობის პერიოდში განხორციელებული აქტივობების გამო მადლობა გადაუხადა და ყურადღება ნიდერლანდების სამეფოს მიერ საქართველოს მიმართ გამოხატულ მხარდაჭერაზე გაამახვილა. შეხვედრაზე მხარეები საქართველო-რუსეთის აგვისტოს ომის საკითხებს შეეხნენ. გიგი წერეთელმა ელჩს, რომელიც 2008 წელს დიპლომატიურ საქმიანობას რუსეთის ფედერაციაში ახორციელებდა, 11 წლის წინ განვითარებული მოვლენები გააცნო.

 

„შეხვედრაზე, დღევანდელი დღიდან გამომდინარე, ვისაუბრეთ იმ მძიმე ვითარებაზე, რაც არის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და 2008 წლის მოვლენები მიმოვიხილეთ. ნიდერლანდების სამეფოს ელჩს აგვისტოს ომის დაწყების შემდეგ საქართველოში მიმდინარე მოვლენები გავაცანი და 9 აგვისტოს შექმნილი დახმარების საკოორდინაციო ცენტრის საქმიანობაზე ვისაუბრე, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი და რომლის ფუნქციასაც დევნილი მოსახლეობის დახმარება და მათი განსახლების საკითხების უზრუნველყოფა წარმოადგენდა“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

 

პარლამენტის წევრი ჰოლანდიელი დიპლომატის მომავალ საქმიანობასაც შეეხო. აღინიშნა, რომ იოს დაუმასთან, რომელიც რწმენისა და რელიგიური თავისუფლების საკითხებში ჰოლანდიის სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა თანამშრომლობას ახალ ფორმატში გააგრძელებს. გიგი წერეთლის განცხადებით, ეუთოში ადამიანის უფლებების განზომილება მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს და საპარლამენტო ასამბლეაში აღნიშნულ საკითხებს ამერიკელი სენატორი კურირებს, შესაბამისად, ჰოლანდიის სპეციალურ წარმომადგენელთან, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, მჭიდრო თანამშრომლობას აპირებს.

 

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ შეიცვალა ლარის კურსი სხვადასხვა უცხოური ვალუტის მიმართ?

12 აგვ 2019კვირის გრაფიკი

2019 წლის პირველ შვიდ თვეში ლარი ყველა სავაჭრო პარტნიორის ვალუტასთან გაუფასურდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით. განსაკუთრებით მაღალი იყო გაუფასურება უკრაინულ...

როგორია საპროცენტო განაკვეთები ანაბრებზე საქართველოს ბანკებში?

5 აგვ 2019კვირის გრაფიკი

ხუთი ყველაზე მსხვილი ბანკის მონაცემები აჩვენებს რომ ანაბრების საპროცენტო განაკვეთები ლარში ვადიანობის გათვალისწინებით 7.7%-დან დაახლოებით 10%-ის ფარგლებში, ხოლო დოლარში 1.7%-დან 4%-ის...

ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა საქართველოში და მსოფლიოში

29 ივლ 2019კვირის გრაფიკი

ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა საქართველოში მსგავსი შემოსავლების მქონე ქეყნებთან შედარებით უფრო მაღალია. მსოფლიო ბანკის მონაცემებით საქართველოში მოსახლეობის 60.5%-ს აქვს...

პოპულარული

მსოფლიოს ექვსი ყველაზე დიდი ეკონომიკა

მსოფლიოს ექვსი ყველაზე დიდი ეკონომიკა

22 ივლისი, 2019კვირის გრაფიკი