19:04 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ვაზისუბანში ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ, თანამედროვე სტანდარტების სკვერი მოეწყო
გიორგი ვოლსკი: სცენარის ნაწილი იყო ის, თუ რატომ დაუჭირეს მხარი რეზოლუციას, რომელშიც არაფერი საჩვენო არ იყო

სიახლეები

მამუკა მდინარაძე: „ ჩემ მიერ გამოქვეყნებულ ცხრამეტპუნქტიან პოსტში 14 პუნქტი ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებრივ ქმედებებს ეხება“

ფრაქციაქართული ოცნებისთავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანიაიმედისგადაცემაშიპირისპირ“ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით  მაშინდელი ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებების დამამტკიცებელი დოკუმენტები წარადგინდა დანაციონალური მოძრაობისნაბიჯები გააკრიტიკა.  

 

კითხვის ხშირი დასმა, თუ ვინ დაიწყო ომი, რაც ისედაც ყველამ ვიცით,  ემსახურება მიზანს, რომ ამ კითხვის იქით აღარ უნდა გახვიდეთ, რადგან  ამის იქით  ნაციონალური მოძრაობის მოღალატეობრივი მოქმედებებია. ეს მათ, რა თქმა უნდაარ აწყობთ“, -განაცხადა მამუკა მდინარაძემ

 

ფრაქციის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა მის მიერ გამოქვეყნებულ 19-პუნქტიან პოსტზე, სადაც მისივე ინფორმაციით,   14 პუნქტი  ნაციონალური მოძრაობის დანაშაულს ეხება. „ისეთ ქმედებებს კი არა, რომელიც მაგათ თარგმანში, პოლიტიკურ მესიჯებში, სპეკულაციებსა და ტყუილებში თითქოს ჰააგაში  დაგვაზიანებს. რაღაც მტკიცებულებების წარდგენით, ICJ-სა და ICC-ის  ან  ვერ არჩევენ ერთმანეთისგან ან შეგნებულად ატყუებენ ისევ ხალხს

 

საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლო - ICJ არის საერთაშორისო მასობრივი სასამართლო, სადაც დღეს განხილვა არ მიმდინარეობსხოლო ICC არის სისხლისსამართლებრივ საქმეთა საერთაშორისო სასამართლო - ადგილი,  სადაც მიმდინარეობს განხილვა და  სადაც მტკიცებულება რა არის და  რომელი მხრიდანაა დადგენილი, არავინ იცის. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ისეთ მარტივ ტყუილებს ლაპარაკობენ, ეტყობა, ძალიან ცუდი წარმოდგენა აქვთ საზოგადოებაზე“, - განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ.   


მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, მის მიერ გამოქვეყნებულ ცხრამეტპუნქტიან პოსტის შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, თუ რატომ არ არის მასში ნახსენები რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. „რუსეთს რომ ოკუპანტად და მტრად მოვიხსენიებ, განა ის პუტინი არ არისხვალ პუტინს ვახსენებ და რუსეთს ვიგულისხმებამ პრიმიტიული არგუმენტებით დევნა, უკვე სასაცილოა“, - აღნიშნა დეპუტატმა.

 

მამუკა მდინარაძემ  მიმოიხილა, რა ხდებოდა ომამდე, ომის დროს და ომის შემდეგ საქართველოში. „ნაციონალური მოძრაობისომამდელ პერიოდში არამართებული ქმედებების საილუსტრაციოდ  მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს პრეზიდენტის  2007 წლის 10 მაისის ბრძანებულება #296-ზე.

 „პრეზიდენტის ბრძანებულებაში  წერია: შეიქმნას ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია. აქ აღნიშნულია  ადმინისტრაციის საქმიანობის წესისა და ფარგლების შესახებ, ანუ  კიდევ ერთხელ დაადგინეს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიატერმინიყოფილიმათ პირველად მოიხსენიეს მას შემდეგ, რაც დაგვიპყრო რუსეთმა.   მე-19 საუკუნის ბოლოს რუსებმა ეს ტერმინი უბრალოდ  ახსენეს და ოფიციალურ დოკუმენტში 1922 წელს მოიხსენიეს პირველად“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

​ 

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში საშუალო განათლების ხარისხი გაუარესდა!

9 დეკ 2019კვირის გრაფიკი

გასულ კვირას გამოქვეყნებული ეკონომიკური განვითარების და თანამშრომლობის ორგანიზაციის კვლევების მიხედვით, ქართველ მოსწავლეთა საშუალო შეფასება გაუარესდა. ე.წ პიზას კვლევების მიხედვით...

რამდენად მაღალია ქართველი მამაკაცი?

2 დეკ 2019კვირის გრაფიკი

მამაკაცის საშუალო სიმაღლით საქართველო მსოფლიოს ქვეყნებს შორის 44-ე ადგილზეა. “WorldData”-ს მონაცემების მიხედვით საქართველოში მამაკაცის საშუალო სიმაღლე შეადგენს 175 სმ-ს, რაც აღემატება...

ბევრი მოხუცი, ცოტა ახალგაზრდა - საქართველოს დემოგრაფიული თავსატეხი

25 ნოე 2019კვირის გრაფიკი

საქართველო სერიოზული დემოგრაფიული პრობლემის წინაშეა. ის რომ ბოლო 30 წელიწადში საქართველოს მოსახლეობა საგრძნობლად შემცირდა ყველასთვის ცნობილია. თუმცა, მთავარი პრობლემა მდგომარეობს...