08:09 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
სოფიო ქაცარავა: გაეროს უშიშროების საბჭოს მხარდამჭერი განცხადება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს სწორ, თანმიმდევრულ და შედეგზე ორიენტირებულ პოლიტიკას
ვაზისუბანში ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ, თანამედროვე სტანდარტების სკვერი მოეწყო

სიახლეები

მუხიანი 2-ში, ჟვანიასა და საზანოს ქუჩების მონაკვეთზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

გლდანის რაიონის გამგეობა სხვადასხვა მისამართზე საგზაო ინფრასტრუქტურას აწესრიგებს. მუხიანი 2-ში, ჟვანიასა და საზანოს ქუჩების მონაკვეთზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

 

აღნიშნულ ტერიტორიაზე ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა, რის გამოც, მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა. სამუშაოების ფარგლებში, დაახლოებით, 2 600 კვ.მ ფართობზე, სადაც წყალარინების ქსელი უკვე მოეწყო, ასფალტის საფარი იგება. ასევე, მოეწყობა ფეხით სავალი ბილიკები და ბორდიური.

 

სამუშაოების მიმდინარეობას, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული ამხანაგობა „ენკა“ ასრულებს, გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ქეთევან ჯოხაძესთან ერთად გაეცნო.

 

„თბილისის მერია მუხიანის აგარაკებზე წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს, ჩვენ კი პარალელურად, საგზაო ინფრასტრუქტურას მოვაწესრიგებთ. ამ ეტაპზე, დაახლოებით, 2 600 კვ. მეტრ ფართობზე გრუნტის გზის ნაცვლად, ასფალტის საფარი იგება. აღნიშნულ დასახლებაში წყალარინების ქსელისა და გზის საფარის მოწესრიგება ეტაპობრივად განხორციელდება“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

 

მუხიანი 2-ის დასახლებაში წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოებს, რომელიც ჟვანიას ქუჩიდან ვარდისუბნის ქუჩის ბოლომდე ქსელის მოწყობასა და 150 ოჯახის დაერთებას ითვალისწინებს, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური აწარმოებს.

 

დედაქალაქის მერის დავალებით, დასახლებაში სამუშაოები გასულ წელს დაიწყო და გარდამავალი პროექტის პირველ ეტაპზე, 1.2 კმ სიგრძის ცენტრალური კოლექტორი მოეწყო. მეორე ეტაპის სამუშაოების დროს კი ქსელს 100-მდე ერთეული საკომუნიკაციო ჭა დაემატა.

 

წყალარინების გარე ქსელის მოწყობის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „გზა“ აწარმოებს. პროექტის მეორე ეტაპის განხორციელებაზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 860 000 ლარი დაიხარჯება.

 

გარდა ამისა, გლდანის რაიონში დამატებით, რამდენიმე მისამართზე გზის კაპიტალური შეკეთება მიმდინარეობს. მათ შორის, სამუშაოები ტიხონოვისა და მარჯანიშვილის ქუჩებზე, ასევე,  ჯანჯღავას I შესახვევში ხორციელდება.                

 

 

 

 

            

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

რამდენად მაღალია ქართველი მამაკაცი?

2 დეკ 2019კვირის გრაფიკი

მამაკაცის საშუალო სიმაღლით საქართველო მსოფლიოს ქვეყნებს შორის 44-ე ადგილზეა. “WorldData”-ს მონაცემების მიხედვით საქართველოში მამაკაცის საშუალო სიმაღლე შეადგენს 175 სმ-ს, რაც აღემატება...

ბევრი მოხუცი, ცოტა ახალგაზრდა - საქართველოს დემოგრაფიული თავსატეხი

25 ნოე 2019კვირის გრაფიკი

საქართველო სერიოზული დემოგრაფიული პრობლემის წინაშეა. ის რომ ბოლო 30 წელიწადში საქართველოს მოსახლეობა საგრძნობლად შემცირდა ყველასთვის ცნობილია. თუმცა, მთავარი პრობლემა მდგომარეობს...

მსოფლიოს 15 უმსხვილესი კომპანია

18 ნოე 2019კვირის გრაფიკი

  უკანასკნელი 18 წლის განმავლობაში მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების რეიტინგებში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. პირველ რიგში აღსანიშნავია, დიგიტალური კომპანიების...