04:12 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ირაკლი სესიაშვილი: „მტკიცე სული“-ის წვრთნა ხაზს უსვამს, რომ შეერთებული შტატები, ნატო, ნატოს პარტნიორი ქვეყნები ნატოში ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მტკიცედ უჭერს მხარს
არჩილ თალაკვაძე: ჩვენ ვართ სტრატეგიულ მზადყოფნაში და აშშ-თან, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ვქმნით ისტორიულ მომენტს - როცა საქართველო ნატო-ს სრულფასოვანი წევრი გახდება

სიახლეები

დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით დღეიდან 15 აგვისტოს ჩათვლით ფესტივალი „მდინარის მაგიური ბაღი“ გაიმართება

თბილისის მერიის მხარდაჭერითა და თანამედროვე ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით, დღეიდან 15 აგვისტოს ჩათვლით, მტკვრისა და მდინარე ვერეს შესართავთან არსებული ჭალის ტერიტორიაზე ფესტივალი „მდინარის მაგიური ბაღი“ გაიმართება. მტკვრის ჭალა ერთი მხრივ უმასპინძლებს საერთაშორისო კულტურულ ღონისძიებებს, ხოლო მეორე მხრივ წარმოჩნდება როგორც პოტენციური საზოგადოებრივი სივრცე.

 

ფესტივალის განმავლობაში სივრცე ვორქშოფების, თანამედროვე მუსიკის, წიგნის  პრეზენტაციების და ინსტალაციების ადგილად იქცევა.

დამთვალიერებელს სივრცეში სტუმრობა შეეძლება ყოველდღე, 13:00 საათიდან. ოფიციალური პროგრამა კი დაიწყება 18:00 საათიდან და გაგრძელდება 23:00 საათამდე.

ჭალამდე მისვლა შესაძლებელი იქნება საფეხმავლო გზის საშუალებით, რომლის საწყისი წერტილი დედა ენის პარკია.

 

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ამავე სახელწოდების გამოფენა, რომელშიც ახალგაზრდა ქართველი და საერთაშორისო არტისტები მიიღებენ მონაწილეობას. მათი ნამუშევრები უპასუხებენ გამოწვევებს, რომლებიც შეეხება საზოგადოებრივ, გარემოს დაცვის და ურბანული განვითარების საკითხებს.

ფესტივალის ცენტრალური ადგილი იქნება „ცოდნის სივრცე“, რომელშიც ვორქშოფები, სემინარები, პრეზენტაციები და ყოველდღიური აუდიო პერფორმანსები გაიმართება.

ფესტივალის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება სპეციალურად კონსტრუირებული, ბაღთან დამაკავშირებელი ხიდი, რომელიც ნაპირზე ჩასასვლელს წარმოადგენს. გარდა ამისა, გამოყენებული იქნება სპეციალური აუდიოგახმოვანება. ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.

 

პროექტის პარტნიორები არიან „შემოქმედებითი საქართველო“, MagiC Carpets - შემოქმედებითი ევროპის პლატფორმა და გალერეა OPENSPACE.INNSBRUCK

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კრიპტოვალუტა Dogecoin და ილონ მასკი

10 მაი 2021კვირის გრაფიკი

.      2021 წელს Dogecoin-ის კრიპტოვალუტა მილიარდელმა ილონ მასკმა გახადა პოპულარული. მილიარდელი სოციალურ ქსელ Twitter-ზე პოსტების შედეგად Dogecoin-ის ფასი 0.1 ცენტიდან (1 იანვარი) 72 ცენტამდე (8 მაისი) გაიზარდა...

პანდემიის გავლენა საინვესტიციო აქტივებზე

3 მაი 2021კვირის გრაფიკი

       კოვიდ პანდემიამ მკვეთრად იმოქმედა ძირითად სასაქონლო ჯგუფების და საინვესტიციო აქტივების ფასებზე. სენტ ლუისის ფედერალური სარეზერვო სისტემის მონაცემებით ოქროს ფასმა მარტში...

კოვიდით გამოწვეული სიკვდილიანობა

26 აპრ 2021კვირის გრაფიკი

            2020 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში გარდაცვლილთა რიცხოვნობა ჩვეულ რაოდენობასთან შედარებით საგრძნობლად გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის ოქტომბერ-დეკემბერში...