15:52 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
დიღმის მასივში საბავშვო მოედნები და ფიტნეს ზონები მოეწყო
დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით დღეიდან 15 აგვისტოს ჩათვლით ფესტივალი „მდინარის მაგიური ბაღი“ გაიმართება

სიახლეები

ირაკლი სესიაშვილი: „მტკიცე სული“-ის წვრთნა ხაზს უსვამს, რომ შეერთებული შტატები, ნატო, ნატოს პარტნიორი ქვეყნები ნატოში ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მტკიცედ უჭერს მხარს

ამ წვრთნას აქვს სამხედრო პოლიტიკური მნიშვნელობა და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ შეერთებული შტატები, ნატო, ნატოს პარტნიორი ქვეყნები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესში და ამასთანავე ამას აქვს პრაქტიკული მნიშვნელობა და ეს გამოიხატება იმაში, რომ ჩვენი სამხედროები, ჩვენს პარტნიორი ქვეყნების სამხედროებთან ერთად იმაღლებენ პროფესიონალიზმს და აძლიერებენ იმ უნარ-ჩვევებს, რაც მათ სხვადასხვა საერთაშორისო მისიებში და საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერებაში სჭირდებათ“,-განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ერთობლივი სამხედრო წვრთნებისმტკიცე სული“- დახურვის ცერემონიის დასრულების შემდეგ.

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit 2019, რომელსაც საქართველო წელს მეცხრედ მასპინძლობს, საჩვენებელი წვრთნებით ორფოლოს პოლიგონზე დასრულდა

 

საჩვენებლი წვრთნის შემდეგ Agile Spirit 2019-ში მონაწილე პირად შემადგენლობას მრავალეროვნული წვრთნების წარმატებით ჩატარება მიულოცეს და სიტყვით მიმართეს  საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუთმა. მოგვიანებით კი, სწავლებაში მონაწილე სამხედროების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

 

მრავალეროვნული სწავლება „Agie Spirit 2019” საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის და აშშ-ის  ევროპის სარდლობებმა ჩაატარეს. სამხედრო წვრთნების სცენარი  სამეთაურო-საშტაბო და საველე კომპონენტებს ითვალისწინებდა. სწავლებაში მონაწილეობა ნატოს წევრი და პარტნიორი 14 ქვეყნის 3000-ზე მეტმა სამხედრომ მიიღო, მათ შორის - საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, ნორვეგია, ბელგია, ბულგარეთი, საბერძნეთი, მონტენეგრო, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა.

 

სწავლების მიზანი საქართველოს, აშშ-სა და პარტნიორ ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის გაძლიერება, მრავალეროვნულ გარემოში ოპერატიული შესაძლებლობების გაუმჯობესება და შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება იყო.​

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ შეიცვალა ლარის კურსი სხვადასხვა უცხოური ვალუტის მიმართ?

12 აგვ 2019კვირის გრაფიკი

2019 წლის პირველ შვიდ თვეში ლარი ყველა სავაჭრო პარტნიორის ვალუტასთან გაუფასურდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით. განსაკუთრებით მაღალი იყო გაუფასურება უკრაინულ...

როგორია საპროცენტო განაკვეთები ანაბრებზე საქართველოს ბანკებში?

5 აგვ 2019კვირის გრაფიკი

ხუთი ყველაზე მსხვილი ბანკის მონაცემები აჩვენებს რომ ანაბრების საპროცენტო განაკვეთები ლარში ვადიანობის გათვალისწინებით 7.7%-დან დაახლოებით 10%-ის ფარგლებში, ხოლო დოლარში 1.7%-დან 4%-ის...

ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა საქართველოში და მსოფლიოში

29 ივლ 2019კვირის გრაფიკი

ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა საქართველოში მსგავსი შემოსავლების მქონე ქეყნებთან შედარებით უფრო მაღალია. მსოფლიო ბანკის მონაცემებით საქართველოში მოსახლეობის 60.5%-ს აქვს...

პოპულარული

მსოფლიოს ექვსი ყველაზე დიდი ეკონომიკა

მსოფლიოს ექვსი ყველაზე დიდი ეკონომიკა

22 ივლისი, 2019კვირის გრაფიკი