18:43 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადება
როგორ შეიცვალა ლარის კურსი სხვადასხვა უცხოური ვალუტის მიმართ?

სიახლეები

„თავისუფალი საქართველო“: „რუსთავი 2“ ობიექტურ მედიად უნდა გარდაიქმნას

ოფიციალური ცნობის თანახმად, ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-ს ყიდის. აღნიშნულთან დაკავშირებით, პარტია „თავისუფალი საქართველო“ განცხადებას ავრცელებს:

 

„-ბუნებრივია, ყველა კერძო კომპანიის მფლობელს აქვს სრული უფლება, თავად გადაწყვიტოს, რა სახის რეფორმები გაატაროს მის მფლობელობაში არსებულ კომპანიაში, გაყიდოს მისი წილები სრულად, თუ ნაწილობრივ, თუმცა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, „რუსთავი 2“-ის გაყიდვის პროცესი ნამდვილად მაქსიმალურად გამჭვირვალედ უნდა ჩატარდეს. სხვა შემთხვევაში, ამ თემის ირგვლივ ისედაც უამრავ არსებულ კითხვას, კიდევ სხვა კითხვებიც დაემატება.

 

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, „რუსთავი 2“-ის მომავალმა მფლობელმა უნდა უზრუნველყოს არხის სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობა, რათა ტელეკომპანია იყოს კრიტიკული, თუმცა აუცილებლად - ობიექტური. ასეთი ძლიერი მედიარესურსი არ უნდა იყოს რომელიმე პარტიის პრესსამსახური და პარტიული დაკვეთების შემსრულებელი. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ყველა ცივილურ ქვეყანაში, კონსტიტუციით არის დაცული და თუ ჩვენ გვაქვს პრეტენზია, ვიყოთ ცივილური სახელმწიფოების რიგებში, უნდა დავიცვათ ეს უზენაესი ცნება“ - ვკითხულობთ „თავისუფალი საქართველოს“ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში საშუალო განათლების ხარისხი გაუარესდა!

9 დეკ 2019კვირის გრაფიკი

გასულ კვირას გამოქვეყნებული ეკონომიკური განვითარების და თანამშრომლობის ორგანიზაციის კვლევების მიხედვით, ქართველ მოსწავლეთა საშუალო შეფასება გაუარესდა. ე.წ პიზას კვლევების მიხედვით...

რამდენად მაღალია ქართველი მამაკაცი?

2 დეკ 2019კვირის გრაფიკი

მამაკაცის საშუალო სიმაღლით საქართველო მსოფლიოს ქვეყნებს შორის 44-ე ადგილზეა. “WorldData”-ს მონაცემების მიხედვით საქართველოში მამაკაცის საშუალო სიმაღლე შეადგენს 175 სმ-ს, რაც აღემატება...

ბევრი მოხუცი, ცოტა ახალგაზრდა - საქართველოს დემოგრაფიული თავსატეხი

25 ნოე 2019კვირის გრაფიკი

საქართველო სერიოზული დემოგრაფიული პრობლემის წინაშეა. ის რომ ბოლო 30 წელიწადში საქართველოს მოსახლეობა საგრძნობლად შემცირდა ყველასთვის ცნობილია. თუმცა, მთავარი პრობლემა მდგომარეობს...