18:37 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის დელეგაციას შეხვდნენ
სერგი კაპანაძე და გიორგი ბოკერია აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის დელეგაციას შეხვდნენ

სიახლეები

არჩილ თალაკვაძე: „შთამბეჭდავია სამუშაოები, რომელიც  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ წარმოადგინა“

„წარმოდგენილია კომპლექსური შედეგები. გარდა იმისა, რომ ქვეყანას აქვს ახალი ინფრასტრუქტურა, გზები, ხიდები, ხდება თანამედროვე პროექტების და თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარება, ჩვენ ვხედავთ, რომ 200-ზე მეტი ახალი კომპანია არის შექმნილი და 9 ათასზე მეტი ადამიანი არის დასაქმებული ამ პროექტებში. ეს ბუნებრივია ჩვენი ქვეყნის და თითოეული ოჯახის ეკონომიკაზე დადებითად აისახება“,-ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საავტომობილო გზების დეპარტამენტის  6 თვის ანგარიშის წარდგენის დასრულების შემდეგ გააკეთა. 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 6 თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში და ინფორმაცია 2019 წლის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, საზოგადოებას, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ვიცე-პრემიერმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქარსელაძემ წარუდგინეს.  

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, პარლამენტისა და მინისტრთა კაბინეტის  წევრები და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ შეიცვალა ლარის კურსი სხვადასხვა უცხოური ვალუტის მიმართ?

12 აგვ 2019კვირის გრაფიკი

2019 წლის პირველ შვიდ თვეში ლარი ყველა სავაჭრო პარტნიორის ვალუტასთან გაუფასურდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით. განსაკუთრებით მაღალი იყო გაუფასურება უკრაინულ...

როგორია საპროცენტო განაკვეთები ანაბრებზე საქართველოს ბანკებში?

5 აგვ 2019კვირის გრაფიკი

ხუთი ყველაზე მსხვილი ბანკის მონაცემები აჩვენებს რომ ანაბრების საპროცენტო განაკვეთები ლარში ვადიანობის გათვალისწინებით 7.7%-დან დაახლოებით 10%-ის ფარგლებში, ხოლო დოლარში 1.7%-დან 4%-ის...

ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა საქართველოში და მსოფლიოში

29 ივლ 2019კვირის გრაფიკი

ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა საქართველოში მსგავსი შემოსავლების მქონე ქეყნებთან შედარებით უფრო მაღალია. მსოფლიო ბანკის მონაცემებით საქართველოში მოსახლეობის 60.5%-ს აქვს...

პოპულარული

მსოფლიოს ექვსი ყველაზე დიდი ეკონომიკა

მსოფლიოს ექვსი ყველაზე დიდი ეკონომიკა

22 ივლისი, 2019კვირის გრაფიკი