02:34 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ზაზა გაბუნია თემქაზე სპორტული და დასასვენებელი სივრცის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
არჩილ თალაკვაძე: „შთამბეჭდავია სამუშაოები, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ წარმოადგინა“

სიახლეები

ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აშშ-ის კონგრესის  საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის დელეგაციას შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა: დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირინე ფრუიძემ აშშ-ის კონგრესის (წარმომადგენელთა პალატის)  საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის დელეგაციასთან გამართეს შეხვედრა.

 

შეხვედრაზე საუბარი, ძირითადად, საქართველოში არსებულ ვითარებას და ორი ქვეყნის ურთიერთობის ცალკეულ ასპექტებს დაეთმო.

 

„საუბრის ძირითადი თემა იყო საქართველოში არსებული მდგომარეობის მიმოხილვა, მათ შორის, სამართლებრივი კუთხით. ყურადღება დაეთმო   როგორც პარლამენტის როლის ანალიზს, ასევე ეკონომიკური სიტუაციის და  მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებების ანალიზს, მომავალი არჩევნებისათვის მზადყოფნის საკითხებს. ზოგადად, მიმოვიხილეთ საზოგადოებაში არსებული ტენდენციები“, - განაცხადა რომან კაკულიამ შეხვედრის შემდეგ.

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარის  თქმით, ყურადღება  ასევე დაეთმო ამერიკასთან ურთიერთობის პრიორიტეტებს, სამომავლო თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების პერსპექტივებს.

 

„შევეცადეთ ჩვენი კოლეგებისთვის დაგვენახებინა, თუ რა მიზანს ისახავს საარჩევნო სისტემის ცვლილება, თუ რა კუთხით უწყობს ის დემოკრატიული პროცესების განვითარებას ხელს, რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ვისაუბრეთ ასევე რუსეთისგან მომავალი საფრთხეების მიმართ შემდგომი ერთობლივი, ამერიკასთან ერთად რეაგირების ძირითად პრინციპებზე და ქვეყნის განვითარების სამომავლო პერსპექტივებზე“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

რა ღირს დღეს ბიტკოინი?

7 ოქტ 2019კვირის გრაფიკი

            ბიტკოინის დღევანდელი ფასი მისი პიკური ღირებულების მხოლოდ 40%-ს შეადგენს. CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით 2019 წლის 6 ოქტომბერს ბიტკოინის ღირებულება $8031-ს შეადგენს, რაც მისი პიკური...

რატომ არ სარგებლობენ ქართველები საბანკო მომსახურებით?

30 სექ 2019კვირის გრაფიკი

მიუხედავად იმისა რომ საქართველოში საბანკო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე განვითარებულია, მისი მომსახურეობით შედარებით ცოტა ადამიანი სარგებლობს. საქართველოში საბანკო ანგარიშის მქონე...

საქართველოში რამდენი ადამიანი სარგებლობს სატელეფონო სერვისებით?

23 სექ 2019კვირის გრაფიკი

მობილური კავშირის მომხმარებელთა რაოდენობით საქართველო ევროპაში მოწინავე ადგილს იკავებს. საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის მონაცემების მიხედვით საქართველოში 100 ადამიანზე 146...

პოპულარული

რა ღირს დღეს ბიტკოინი?

რა ღირს დღეს ბიტკოინი?

7 ოქტომბერი, 2019კვირის გრაფიკი