13:38 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
გორის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს
ზაზა გაბუნია თემქაზე სპორტული და დასასვენებელი სივრცის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო

სიახლეები

ლევან კობერიძე: „ეკონომიკის მინისტრს აუცილებლად დავიბარებთ ინტერპელაციის წესით,  თუ კი სამინისტრო არ წარმოგვიდგენს კონკრეტულ დროში და პროექტებში გაწერილ გეგმას“

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ლევან კობერიძის განცხადებით, მის სადეპუტატო კითხვაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტროსგან  მიღებული პასუხი „არის შინაარსს მოკლებული სიტყვების ერთობლიობა ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე".

 

საქმე ისაა, რომ პარლამენტის წევრმა 29 ივლისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების   მინისტრ ნათელა თურნავას სახელზე სადეპუტატო კითხვა გააგზავნა, რომლითაც ის მთავრობისგან რუსული ეკონომიკური სანქციის წინააღმდეგ შექმნილი კონკრეტული ანტიკრიზისული გეგმის  მიწოდებას ითხოვდა.

 

როგორც ლევან კობერიძემ განაცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იგი ითხოვდა ინფორმაციის მიღებას   მთავრობის მთლიან ხედვაზე ტურიზმის მიმართულებით, ნიშანდობლივად კი მცირე და საშუალო ბიზნესის ნაწილში, თუმცა, მისივე თქმით, ამ დღეებში სამინისტროდან მიღებულ პასუხში დეტალურად არ ჩანს  ის გეგმები, რომლითაც მთავრობა შექმნილი კრიზისული მდგომარეობის გამოსწორებას ეცდება.

 

„ეს პასუხი არის შინაარსს მოკლებული სიტყვების ნაჩქარევი ერთობლიობა ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე. ეს არის ძველი  პროგრამების კრიზისულ  სიტუაციაზე (ტურიზმის სექტორში) მორგების უსუსური მცდელობა და არაფერი კონკრეტული იმ კონკრეტულ გამოწვევაზე, რის წინაშეც ვართ. კონკრეტული მხოლოდ ისაა, რომ ფრენების სუბსიდირებაზე, ფაქტობრივად, „აირზენასათვის“ გამოყვეს 1,2 მილიონი ევრო. ეს არის კრიზისული მენეჯმენტის არცოდნა. ეკონომიკის მინისტრს აუცილებლად დავიბარებთ ინტერპელაციის წესით,  თუ კი სამინისტრო არ წარმოგვიდგენს კონკრეტულ დროში და პროექტებში გაწერილ გეგმას“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

რამდენად ძვირია საქართველოში ცხოვრება სხვა ქვეყნებთან შედარებით?

16 სექ 2019კვირის გრაფიკი

ცხოვრების სიიაფის მიხედვით საქართველო ევროპაში მეორე ადგილზე იმყოფება. Numbeo-ს მონაცემებით საქართველოში ცხოვრების ღირებულების ინდექსის სიმცირით ევროპაში კოსოვოს შემდეგ მეორე ადგილს...

როგორია ატმოსფერული ჰაერის და წყლის დაბინძურება საქართველოში?

9 სექ 2019კვირის გრაფიკი

დაბინძურების მიხედვით საქართველო ევროპაში გამოირჩევა. Numbeo-ს მონაცემებით საქართველო დაბინძურების ინდექსით ევროპაში მეხუთე ადგილზე იმყოფება. აღნიშნული ინდექსი ზომავს ჰაერის და წყლის...

ვინ რამდენს ხარჯავს თავდაცვაზე ევროპაში?

2 სექ 2019კვირის გრაფიკი

საქართველოში თავდაცვის ხარჯები ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპის ქვეყნებს შორის. სტოკჰოლმის საერთშორისო სამშვიდობო კვლევების ინსტიტუტის მონაცემების...

პოპულარული

ვინ რამდენს ხარჯავს თავდაცვაზე ევროპაში?

ვინ რამდენს ხარჯავს თავდაცვაზე ევროპაში?

2 სექტემბერი, 2019კვირის გრაფიკი