13:00 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
რატი იონათამიშვილი: რა სახის ბიზნესიც არ უნდა იყოს აუცილებელია, რომ გადასახადების კეთილსინდისიერი გადახდა ხდებოდეს
გორის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

სიახლეები

არჩილ თალაკვაძე აფხაზეთის ომის ვეტერანებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აფხაზეთის ომის ვეტერანებს შეხვდა.

 

„თქვენ მძიმე ომი გადაიხადეთ, დაკარგეთ ძმები და დები, თანამებრძოლები, თუმცა დღესაც, ამდენი წლის შემდეგ არ დაგიკარგავთ რწმენა და იმედი, რომ საქართველო გაერთიანდება, ჩვენ დავიბრუნებთ ერთმანეთს და მშვიდობიანი მომავალი გვექნება” - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ აფხაზეთის ომის ვეტერანებთან შეხვედრაზე.

 

არჩილ თალაკვაძემ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო, აფხაზეთის ომის ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს სამშობლოსათვის თავდადებისა და განსაკუთრებული ღვაწლისათვის მადლობა გადაუხადა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. აფხაზეთის ომის ვეტერანებმა და მოწვეულმა სტუმრებმა 27 წლის წინ განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ გაიხსენეს და პარლამენტის თავმჯდომარეს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადეს.

 

პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად შეხვედრას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კობა კობალაძე, პარლამენტის წევრები: სიმონ ნოზაძე და გოგი მეშველიანი ესწრებოდნენ.

 

14 აგვისტოს, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 27 წელი გავიდა.

 

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

რამდენად ძვირია საქართველოში ცხოვრება სხვა ქვეყნებთან შედარებით?

16 სექ 2019კვირის გრაფიკი

ცხოვრების სიიაფის მიხედვით საქართველო ევროპაში მეორე ადგილზე იმყოფება. Numbeo-ს მონაცემებით საქართველოში ცხოვრების ღირებულების ინდექსის სიმცირით ევროპაში კოსოვოს შემდეგ მეორე ადგილს...

როგორია ატმოსფერული ჰაერის და წყლის დაბინძურება საქართველოში?

9 სექ 2019კვირის გრაფიკი

დაბინძურების მიხედვით საქართველო ევროპაში გამოირჩევა. Numbeo-ს მონაცემებით საქართველო დაბინძურების ინდექსით ევროპაში მეხუთე ადგილზე იმყოფება. აღნიშნული ინდექსი ზომავს ჰაერის და წყლის...

ვინ რამდენს ხარჯავს თავდაცვაზე ევროპაში?

2 სექ 2019კვირის გრაფიკი

საქართველოში თავდაცვის ხარჯები ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპის ქვეყნებს შორის. სტოკჰოლმის საერთშორისო სამშვიდობო კვლევების ინსტიტუტის მონაცემების...

პოპულარული

ვინ რამდენს ხარჯავს თავდაცვაზე ევროპაში?

ვინ რამდენს ხარჯავს თავდაცვაზე ევროპაში?

2 სექტემბერი, 2019კვირის გრაფიკი