04:53 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ბექა ოდიშარია სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებს შეხვდა
არჩილ თალაკვაძე აფხაზეთის ომის ვეტერანებს შეხვდა

სიახლეები

რატი იონათამიშვილი: რა სახის ბიზნესიც არ უნდა იყოს აუცილებელია, რომ გადასახადების კეთილსინდისიერი გადახდა ხდებოდეს

„მივესალმები საქართველოს ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის დღევანდელ განცხადებას,  რომელიც მოწოდებულია იმისკენ, რომ ერთი მხრივ გადადგას შემხვედრი ნაბიჯები, რათა  მოხდეს ვალების რესტრუქტურიზაცია და მეორე მხრივ, იყოს იმის მკაფიო სიგნალი, რომ ყველა თანასწორია კანონის წინაშე  და გადასახადის გადახდის ვალდებულება ყველას თანაბრად გააჩნია“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა ტელეკომპანიების დავალიანებასთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე.

 

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია არსებობდეს მკაფიოდ  ჩამოყალიბებული ხედვა, ერთი მხრივ, რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ მოხდეს ვალების გასტუმრება და მეორე მხრივ, შეიქმნას იმის პრევენცია, რომ მომავალში დავალიანება აღარ გროვდებოდეს.

 

„პრაქტიკამ, რომელიც ამნისტიას ეფუძნებოდა ცხადყო, რომ ამით რეალურად პრობლემის გადაჭრა არ მომხდარა, რადგან ყოველი ამნისტიის შემდეგ სხვადასხვა მედია მაუწყებელს დავალიანება ისევ უგროვდებოდა სახელმწიფოს ბიუჯეტის მიმართ.

კარგად უნდა გვესმოდეს, რომ გადასახადების გადახდა არის ჩვენი ვალდებულება არა რომელიმე კონკრეტული ხელისუფლების, არამედ ჩვენი მოქალაქეების მიმართ, რაც საბოლოო ჯამში განსაზღვრავს ჩვენ საერთო დოვლათს.

 

აქედან გამომდინარე, რა სახის ბიზნესიც არ უნდა იყოს აუცილებელია, რომ გადასახადების კეთილსინდისიერი გადახდა ხდებოდეს“, -აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

 

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველო და კორონავირუსის ტესტის პოზიტიურობა

1 ივნ 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოს ევროპის ქვეყნებს შორის კორონავირუსის პოზიტიურობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. პოზიტიურობის მაჩვენებელი არის შეფარდება ინფიცირებულთა რიცხვსა და...

როგორ მოქმედებს სამთავრობო ღონისძიებების სიმკაცრე კორონავირუსის შემთხვევებზე?

25 მაი 2020კვირის გრაფიკი

       მთავრობების მიერ გატარებული ღონისძიებების სიმკაცრე არაერთგვაროვნად მოქმედებს კორონავირუსის გავრცელებაზე. ოქსფორდის უნივერსიტეტის 100-ზე მეტი მკვლევარის მიერ შედგენილ იქნა...

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში გასულ ორ თვეში ჩარიცხულმა ფულად გზავნილებმა მკვეთრი შემცირება განიცადა წინა წელთან შედარებით. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით საქართველოში 2020 წლის...