12:51 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ლევან კობერიძის განცხადება - ქვეყანას ყავს შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც თავად არღვევს კანონს!
რატი იონათამიშვილი: რა სახის ბიზნესიც არ უნდა იყოს აუცილებელია, რომ გადასახადების კეთილსინდისიერი გადახდა ხდებოდეს

სიახლეები

ბექა ოდიშარია სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია, კომიტეტთან არსებულ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან  სამუშაო შეხვედრებს მართავს.

 

კომიტეტის თავმჯდომარემ სამუშაო შეხვედრა გამართა თსუ- ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორთან ცირა ბარამიძესთან, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისკავკასიის ქვეყნებთან სამეცნიერო თანამშრომლობის კომისიისთავმჯდომარესა და  დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმის დირექტორთან გივი ღამბაშიძესთან და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მთავარ მრჩეველთან, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორთან, კავკასიოლოგთან მექა ხანგოშვილთან.

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო, რეგიონული უსაფრთხოების, სახალხო დიპლომატიის, კავკასიელ ხალხთა შორის ურთიერთობის ინტენსიფიკაციის საკითხებს.

 

ყურადღება გამახვილდა, ქვეყანაში კავკასიოლოგიის, როგორც პოლიტიკური მდგენელის მქონე სამეცნიერო დარგის მდგომარეობაზე, მისი განვითარებისათვის საჭირო პროექტებზე, ქართველოლოგიურ და კავკასიოლოგიურ ცენტრებთან, კავკასიელ ხალხებთან სამეცნიერო და კულტურულსაგანმანათლებლო თანამშრომლობაზე.

 

კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ მადლობა გადაუხადა სტუმრებს შეხვედრაზე მობრძანებისათვის და გამოთქვა მზადყოფნა მხარი დაუჭიროს საინტერესო პროექტების განხორციელებაში.

 

კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო, მაღალი რანგის აკადემიური წრეების წარმომადგენლებით, დარგის ცნობილი მეცნიერ-კონსულტანტებით, მკვლევარებით და  ექსპერტებით არის დაკომპლექტებული.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

რამდენად ძვირია საქართველოში ცხოვრება სხვა ქვეყნებთან შედარებით?

16 სექ 2019კვირის გრაფიკი

ცხოვრების სიიაფის მიხედვით საქართველო ევროპაში მეორე ადგილზე იმყოფება. Numbeo-ს მონაცემებით საქართველოში ცხოვრების ღირებულების ინდექსის სიმცირით ევროპაში კოსოვოს შემდეგ მეორე ადგილს...

როგორია ატმოსფერული ჰაერის და წყლის დაბინძურება საქართველოში?

9 სექ 2019კვირის გრაფიკი

დაბინძურების მიხედვით საქართველო ევროპაში გამოირჩევა. Numbeo-ს მონაცემებით საქართველო დაბინძურების ინდექსით ევროპაში მეხუთე ადგილზე იმყოფება. აღნიშნული ინდექსი ზომავს ჰაერის და წყლის...

ვინ რამდენს ხარჯავს თავდაცვაზე ევროპაში?

2 სექ 2019კვირის გრაფიკი

საქართველოში თავდაცვის ხარჯები ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპის ქვეყნებს შორის. სტოკჰოლმის საერთშორისო სამშვიდობო კვლევების ინსტიტუტის მონაცემების...

პოპულარული

ვინ რამდენს ხარჯავს თავდაცვაზე ევროპაში?

ვინ რამდენს ხარჯავს თავდაცვაზე ევროპაში?

2 სექტემბერი, 2019კვირის გრაფიკი