13:28 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ზაზა გაბუნია დევნილთა ჩასახლებებში მოსახლეობას შეხვდა
„თავისუფალი საქართველო“ - ელიზაბეთ რუდის რჩევა ჩვენთვის ძალიან ფასეულია

სიახლეები

პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე დეპუტატებთან ერთად განაგრძობს შეხვედრებს მოსახლეობასთან. დღეს, პარლამენტის თავმჯდომარე ფოთში იმყოფებოდა და მეთევზეებს შეხვდა.

 

შეხვედრაზე საუბარი თევზჭერის სფეროში არსებულ პრობლემებს, შესაბამის საკანონმდებლო რეგულაციებს და იმ ოჯახების მდგომარეობას შეეხო, ვინც თევზის რეწვითაა დაკავებული.

 

„ ვაგრძელებთ შეხვედრებს საზოგადოებასთან მთელი ქვეყნის მასშტაბით. ვხვდებით ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც სოფლებში, ქალაქებში ყოველდღიური საზრუნავის გამო ვერ ახერხებენ პარლამენტში, მთავრობის ოფისებში მოვიდნენ ჩვენთან. ამიტომ, ჩვენ ჩავდივართ მათთან და ვესაუბრებით იმ ძირითად საკითხებზე, რომელიც მათთვის არის მნიშვნელოვანი. ვინიშნავთ პრობლემებს და ვაწვდით ინფორმაციას სხვადასხვა ინიციატივებზე და გადაწყვეტილებებზე. ეს ინფორმაცია გამოგვადგება 2020 წლის ბიუჯეტის დაგეგმვაში”,-აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

 

შეხვედრას ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია და ადგილობრივი გარემოს დაცვის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

დღესვე, პარლამენტის თავმჯდომარემ ფოთის მშენებარე სპორტული კომპლექსი დაათვალიერა და მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიიღო. არჩილ თალაკვაძე ასევე იმყოფებოდა თევსაჭერი გემების ნავმისადგომში „სამხრეთ მილი“, სადაც კომპანიაში დასაქმებულებს შეხვდა და გაესაუბრა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

რამდენად ძვირია საქართველოში ცხოვრება სხვა ქვეყნებთან შედარებით?

16 სექ 2019კვირის გრაფიკი

ცხოვრების სიიაფის მიხედვით საქართველო ევროპაში მეორე ადგილზე იმყოფება. Numbeo-ს მონაცემებით საქართველოში ცხოვრების ღირებულების ინდექსის სიმცირით ევროპაში კოსოვოს შემდეგ მეორე ადგილს...

როგორია ატმოსფერული ჰაერის და წყლის დაბინძურება საქართველოში?

9 სექ 2019კვირის გრაფიკი

დაბინძურების მიხედვით საქართველო ევროპაში გამოირჩევა. Numbeo-ს მონაცემებით საქართველო დაბინძურების ინდექსით ევროპაში მეხუთე ადგილზე იმყოფება. აღნიშნული ინდექსი ზომავს ჰაერის და წყლის...

ვინ რამდენს ხარჯავს თავდაცვაზე ევროპაში?

2 სექ 2019კვირის გრაფიკი

საქართველოში თავდაცვის ხარჯები ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპის ქვეყნებს შორის. სტოკჰოლმის საერთშორისო სამშვიდობო კვლევების ინსტიტუტის მონაცემების...

პოპულარული

ვინ რამდენს ხარჯავს თავდაცვაზე ევროპაში?

ვინ რამდენს ხარჯავს თავდაცვაზე ევროპაში?

2 სექტემბერი, 2019კვირის გრაფიკი